death.

არსებობს სინათლეები და არსებობენ იმედები
(არსებობენ აი ასე, ყოველგვარი შესავლის გარეშე)
მიუხედავად ტკივილისა და განუზომლად ბევრი უიმედო წამებისა…
მაგრამ არსებობს დრო როცა აღარ არსებობს არაფერი
არსებობს წამი როცა ყველაფერი რაც მანამდე არსებულა მნიშვნელობას კარგავს
კვდებიან ადამიანები
მაგრამ ჩვენ ყოველგვარი ეგზისტენციალური აზროვნებისგან დაცლილებს მხოლოდ ჩვენი მკვდრები გვტკივა
სხვებზე უბრალოდ შეგვტკივა გული
“სული” მიყვება რაღაც გაურკვეველ სინათლის სხივს და სადღაც დაუსაბამობაში ან რაღაც ახლის დასაბამში იდებს ბინას(ასე ამბობონ)
და ამ დედამიწაზე გამოკეტილებმა რაღა ვქნათ…
მათ მიაქვთ მათი წილი წარსული ჩვენი ცხოვრებიდან
და გაურკვეველი, გადღაბნილი ან ზოგჯერ ძალიან ნათელი,მაგრამ მკდარი კადრები გვრჩება ხელში,
რომლებიც დროთა განმავლობაში ქვიშასავით გვისხლტება ხელიდან …ნელ ნელა…

ძალიან ცხადი სიზმრების სიხარული
მათი ძალიან ცოცხლად გახსენება
ვერ შეგუება
არ დაჯერება
მათი სამოგზაუროდ გაშვება(თავის მოსატყუებლად)
მათი სიცილის გახსენება
ის სახელები რასაც გეძახდნენ
მათი ძალიან მსუბუქად მოგონება
ძალდატანებული, დასწავლილი ფიქრი: რომ ყველაფერი ისევ ჩვეულებრივადაა
ვითომ შენს ცხოვრებას არ გაუჩნდა რამოდენიმე შავი ლაქა
ვითომ შენ ისევ ის ხარ ვინც იქამდე
რომ ყველაფერი კანონზომიერია…

მაგრამ არა!!

არ მოკდე მეგობარო არც სიზმარში და არც მითუმეტეს ცხადში
ეს არ არის ჩვეულებრივი, ეს უჩვეულოდ ცუდია
უჩვეულოდ მტკივნეულია ლაქების მატება…
ჯერ არა მეგობარო,ჯერ არა!

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

. . .

როცა ტირილი არ შეგიძლია,

და არც ღრიალის საშუალება გაქვს

როცა გარშემო აბსოლუტური სიცარიელეა

ერთი გზა გრჩება

ყლაპო ტირილი მოზრდილ მერწყვებად

და ყლაპო მანამ სანამ საბოლოოდ არ მოგწამლავს

სანამ საბოლოო არ გადაგიყოლებს

სანამ საბოლოოდ არ დატოვებს შენგან “არაფერს”

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

no way…

სიშიშვლე.

ნელი მოძრაობით გახდილი ტანსაცმელი,

დიდი სარკის წინ ხელებჩამოშვებული დგომა.

უღელტეხილებ გადავლილზე,ძალიან დაღლილს მშვიდი ძილი…

უსიზმრო ღამეები.

ანუ სრული სიბნელე.

გაღვიძება – კარის უცაბედი გაღება

და სინათლე – გამოღვიძება.

საკუთარი სხეულის უჯრედული შესწავლა.

თავშესაფრები წარსულიდან…

მოსაწყენი საკუთარი დღეების თრევა,

დღევანდელი სიცოცხლისთვის.

სამომავლო ოცნებეზე ჩაბღაუჭება

გადარჩენისთვის …

რომ რაღაცისთვის აკეთებ ამას

და ძალიან კარგად ცოდნა რომ ეს ამდენი მცდელობა

ტყუილი და ილუზიაა.

მაგრამ არავითარი სხვა გზა…

მომავლის იმედებით გატიკნული

მოტყუებული დღევანდელობა

რომ ოღონდ ისევ არ დაიღალო

რომ ოღონდ ისევ არ მოგბეზრდეს

რომ ოღონდ ისევ არ მოგინდეს არ ყოფნა.

და მაინც რეალობა ერთი და კარგად ნაცნობი.

მხოლოდ ილუზიები იცვლიან ტაკიმასხრებივით სახეს…

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

Memorably

მდინარეში, სადაც ბავშობაში ვბნაობდი,ალაგ-ალაგ ნაგავი ეყარა,

ზაფხულობით,ზოგჯერ მდინარეს მძაფრი სუნი ჰქონდა,

მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ამას სიმყრალე ერქვა.

ზოგჯერ მდინარეში მკვდარი თევზები ეყარა.

ზამთრობით, იგივე,ოღონდ ადიდებული,თავმოყვარე მდინარის ხმა მაღვიძებდა

სულ მიკვირდა რადგან,საკმად შორს იყო იმ ოთახიდან სადაც მე მეძინა.

ოთახში, სადაც მეძინა, ზამთარში ვაშლის სუნი იდგა…

კედელზე კი არ ეკიდა გადიდებული შავ-თეთრი ფოტო.

სულ მახარებდა ეს ფაქტი, რადგან ყველა სხვა სახლში ეკიდა

გადიდებული, მტვრიანი, შავ-თთრი ფოტო

საიდანაც საშიში მოხუცები იყურებოდნენ…

მტვრიანი გზის პირას ვცხოვრობდი,

მანქანის ყველა ავლა-ჩავლაზე, ეზო მტვრით ივსებოდა და სახლი ზანზარებდა

სოფელში, სადაც ბავშობა გავატარე, თანმიმდევრულად იხოცებოდნენ ადამიანები.

მე, რატომღაც ყველა მტკიოდა ვინც კვდებოდა

ისე მიდიოდნენ,თითქოს ოთახში ბევრი წელი გეკიდოს ნახატი,ბევრი სახეები ხატია ნახატზე

თვალია მიეჩვეული,ყველა სახე მეხსიერებაში გაქვს გამჯდარი იმდენად, რომ შეგიძლია ასლი შენვე დახატო…

ერთდილაობით ნახატიდან სახეებმა ქრობა დაიწყო…

რთული ასატანი იყო…

კომპოზიცია ირღვეოდა…

თუმცა ტკივილს სახელი ერთ კონკრეტულ დღეს დაერქვა…

…….არც ისე საშიში იყო ოთახში დაკიდებული გადიდებული “ფერადი” ფოტო…

მე ერთ სოფელში ვცხოვრობდი…

იქ ბინძური მდინარე ჩამოდიოდა…

………………………………………………………………………..

შობას გილოცავ ბე…

ბარნოვი

.

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

Missing…

ზამთარი, სოფელი, დილა…

გამოვდივარ ეზოში…

ონკანთან წყლით სავსე ყინულიანი ვედრო დგას

ყინულის თხელ, გამჭვირვალე ფენას ვამტვრევ და პირს ვიბან…

…ასე მგონია, ამ დროიდან მთელი საუკუნე გავიდა…

ღმერთო, რამდენმა დრომ გაიარა…რამდენი რამე შეიცვალა..

რამდენი ადამიანი მოვიდა და რამდენი სამუდამოდ წავიდა…

ეს “ხანმოკლე” ცხოვრება ნერვების, წარსულის, ტკივილის რამდენ შრედ იყოფა…

……………………………………………………………………………………………………………….

დღეს: სულმა პიროვნება უნდა იპოვოს..

სინერგია ისრულის აუცილებელი პირობაა….

უმისამართო გზებზე ბილიკები უნდა მოიხაზოს…

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

უკანმოუხედავად გაქცევის მცდელობა

და კვლავ, ზაზუნასავით ჩაკეტილ წრეზე სირბილი,

როცა არ იცი რას გაურბიხარ.

როცა გინდა იმ შენთავს გაექცე რომელსაც არაფერი უნდა…

გაექცე და იპოვო ის “შენ”

რომელიც სულ ოდნავ მაინც შეძლებს

ამ სიცარიელის და სიმარტოვის გარღვევას

ძლიერი ფოლადის ფრთებით

…ანუ ცხოვრებას

გარბიხარ და ეძებ ადგილს სადაც შეძლებ თავისუფლად ღრიალს

…რომ ყველაფერი ამაოა და რომ ყველაფერი ქარიშხლებს მიაქვთ…

და ამის შედეგადაც არ იქნება არანაირი შვება,

ისე, როგორც ამ ბოდვას არ შეუძლია

სულ ცოტა ხნით გამიხსნას სუნთქვა (როგორც ამას ადრე აკეთებდა)

და ვფიქრობ..როდემდე ეს ატროფირებული ემოციები?!

ერთ დროს ყველაფერი მთავრდება..

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

……..

როცა ყველაფერი არც ისე კარგად არის,

მოდი, პირდაპირ ვთქვათ,რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა

როცა ცა მიწას დაუახლოვდა,

როცა ძვლებს,როგორც ძველადნაპრალები გაუჩნდაგაუფართოვდა.

როცა ციდან ყოველ ნაბიჯზე მკვდარი ჩიტები ცვივა

ცრემლი ვერ მოძებნა და მხოლოდ ღრიალი.

მხოლოდ ღრიალი,  სამყაროს გასაგონად..

თვალების დახუჭვა და წარმოდგენა,

როგორ იხსნება ვენები 

და როგორ მოდის თანმიმდევრული სიმშვიდე,

როცა სისხლი მზადაა ჯებირებიდან გადმოვიდეს..

როგორ ჩნდებიან მიკროსკოპული იმედები და 

შემდეგ როგორ კვდებიან შენივე თვალწინ

დროროცა უბრალოდ არ შემიძლია,

არ შემიძლია,

არ შემიძლია სუნთქვა

თქვენ კი მხოლოდ ის თქვით,რომ ვერ შევეგუე,

რომ ვერ ავიტანე!

თქვით, რომ არ მეყო ძალა

თქვით, რომ არ მინდოდა და წავედი….

ოღონდ, ნუ იტყვით, რომ გენეტიკური იყო!!!

……………

და დღეები,თანმიმდევრული სიმშვიდის მოლოდინში

ცვლიან ერთმანეთს

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

June 11, 2014 · 12:19 am