Monthly Archives: თებერვალი 2012

* * *

გაზაფხულის პირველი გაელვება და

დგება მარტი თავის სიგიჟით…

გარდაიცვლება ზამთარი როგორც სიკვდილი, დრო მკვდარი ემოციისა

იფეთქებს გაზაფხული მთელი თავისი სიცოცხლით,

სიგიჟით, პროტესტით ამ სამყაროზე…

წუთით მაინც გვაგრძნობინებს სიცოცხლის გამარჯვებას სიკვდილზე.

იფეთქებენ  ჩვენი მკვდარი უჯრედები,

როგორც მდინარეები ადიდდება სისხლი ძარღვებში

და მეწყერივით წამოვა გრძნობა

მზეც გამოვა შვებულებიდან და ჩამოიხსნის საშინელ ბურკას

რომელიც ასე ამახინჯებდა, უკარგავდა ფუნქცის მთელი ზამთარი.

მოვა ახალი იმედი, რომელსაც მოიტანენ მერცხლები შორეული ქვეყნებიდან

ვიცი, ვიცი რომ უკეთესად “იმუშავებენ“ კახპები, მოიპარავენ ქურდები,

მაგრამ მჯერა, მჯერა გაიღვიძებს ერთი…

და იმ ერთისთვის ღირს ამ გაზაფხულის მოსვლა, თუ ის გრძნობაზე მოვა,

თუ ის ცხოვრებას შეცვლის, თუ აღარ იქნება გროვა ხორცის…

ისე უბრალოდ მოდის,

იმდენი გრძნობა მოაქვს,

იმდენ სიყვარულს გვჩუქნის,

მინდა სიმებად  გავჭიმო ძარღვები ჩემი და სისხლის მელნით ლექსი ვუძღვნა…

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

* * *

არც კი ვიცი მე რა მიყვარს მასში

ეს ფიქრი დაღვინებული თუ სევდა უძირო

უბრალოდ ვიცი დგება შემოდგომა და იწყება ღამეები უძილო.

დღე მიჰყვება დღეებს

ფიქრი დამაბერებს

სევდა გამაწვალებს

გრძნობა ამაღელვებს

გრძნობა ამამღერებს…

„ვინ ვარ ???“ ამაზე ფიქრები თავს არ დამანებებს…

მაინც ცოცხალი ვიქნები

არა უბრალოდ სიტყვები

უბრალოებას მივყვები

მერე რა რომ ასე ვიღლები

დღითი-დღე წამი-წამს ვიზრდები

რა იცით სიცოცხლის ბოლოს

იქნებ ადამიანად ვიქცევი???

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized