* * *

გაზაფხულის პირველი გაელვება და

დგება მარტი თავის სიგიჟით…

გარდაიცვლება ზამთარი როგორც სიკვდილი, დრო მკვდარი ემოციისა

იფეთქებს გაზაფხული მთელი თავისი სიცოცხლით,

სიგიჟით, პროტესტით ამ სამყაროზე…

წუთით მაინც გვაგრძნობინებს სიცოცხლის გამარჯვებას სიკვდილზე.

იფეთქებენ  ჩვენი მკვდარი უჯრედები,

როგორც მდინარეები ადიდდება სისხლი ძარღვებში

და მეწყერივით წამოვა გრძნობა

მზეც გამოვა შვებულებიდან და ჩამოიხსნის საშინელ ბურკას

რომელიც ასე ამახინჯებდა, უკარგავდა ფუნქცის მთელი ზამთარი.

მოვა ახალი იმედი, რომელსაც მოიტანენ მერცხლები შორეული ქვეყნებიდან

ვიცი, ვიცი რომ უკეთესად “იმუშავებენ“ კახპები, მოიპარავენ ქურდები,

მაგრამ მჯერა, მჯერა გაიღვიძებს ერთი…

და იმ ერთისთვის ღირს ამ გაზაფხულის მოსვლა, თუ ის გრძნობაზე მოვა,

თუ ის ცხოვრებას შეცვლის, თუ აღარ იქნება გროვა ხორცის…

ისე უბრალოდ მოდის,

იმდენი გრძნობა მოაქვს,

იმდენ სიყვარულს გვჩუქნის,

მინდა სიმებად  გავჭიმო ძარღვები ჩემი და სისხლის მელნით ლექსი ვუძღვნა…

ბარნოვი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s