Monthly Archives: მარტი 2012

***

ყველაფრით დაღლილს თუ კი ოდესმე

სანატრელად დამრჩება სიკვდილი

მინდა იმწამსვე მოვკვდე…

და ჩემი ფერფლი გაიფანტოს ქარების ქროლვაში

რომ იგი მოეფინოს მთელს დედამიწას

მოხვდეს იქ სადაც ყოფნაზე, რის ნახვაზეც ყოველთვის ვოცნებობდი,

ყოველთვის მინდოდა და ყოველთვის მტანჯავდა მიუწვდომლობის სურვილი,,

სურვილი რომელიც ჰგავს ბავშვის ახირებას

რომ მას უნდა კანფეტი.

მინდა, ჩემი ფერფლის თუნდაც მცირე ნაწილი მოხვდეს

ზღვებში, მთებში, კლდეებზე

და მე ვიგრძნობ, ვიგრძნობ რა კარგია სიკვდილი,

რადგან რისიც საერთოდ მჯერა ეს სულის უკვდავებაა,

მისი მარადიული სიცოცხლეა…

არა აქვს მნიშვნელობა სად იცოცხლებს,

მთავარია რომ იცოცხლებს,

ან უფრო სწორად იარსებებს ქარებთან ერთად

და იქნება თავისუფალი ამ ფიტულისგან რასაც ხორცი ჰქვია

რომელსაც შია, სწყურია, აწუხებს ვნებათა მოჭარბება,

შურს, სძულს, ზოგჯერ სწუხს,

ან საერთოდ დუმს,

რადგან უბრალოდ არა აქვს სათქმელი

 

…ამ ცხოვრებისგან დაღლილს,

თუკი ოდესმე სანატრელად დამრჩება სიკვდილი

მინდა იმწამსვე მოვკვდე…

ბარნოვი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized