Monthly Archives: აპრილი 2012

***

როცა უკვე სულერთია ყველაფერი და გარშემო მეზიზღება ყველა

რა ვქნა, ღმერთო, მითხარი, თორემ დასკდა ფილტვები და ამივარდა ხველა…

როცა აღარც სიტყვებს და აღარც ფრაზებს აღარ აქვას აზრი

და როცა სული სხეულიდან ამოსვლას ლამობს როგორც ორმოში ჩავარდნილი კაცი..

მითხარი ღმერთო რა ვქნა? როცა აღარ მათბობს ეს გრძნობები ყალბი და სუიციდი მეპარება,

როგორც მხეცი ჩესაფრებულ ნადირს?! მითხარი, რა ვქნა, ღმერთო, რა ვქნა?

როცა ჩემსა და შენს შორის ზღვარია უსაზღვრო,

მომართული ლარივით გაწყვეტას ლამობს ნერვი, არ ვიცი, რა ვქნა ამ დროს

აღარ მიხარია არც ეს გაზაფხული და დღეები ერთმანეთის მსგავსია ყველა,

ვგრძნობ რომ კვდება სული, ჭირსაც წაუღია ეს ხოცი არ მაღელვებს…

ბნელა… და მე კიდე უფრო ბრმა ვარ ამ სიბნელეში..

დღითიდღე უფრო მტკივა ეს ავადმყოფი გული, ან უფრო გონება,

სისხლიც ისე ზანტად მოძრაობს სხეულში, რომ მგონი მობეზრდა უაზრო გარჯა…

ეს დილაც ჩემს ჯინაზე თენდება და ამბოხებულებივით მწირავენ ეს დღეები

და არ ვიცი რა ვქნა, რით შევაჩერო ეს დაუსრულებელი ქაოსი…

თუ გინდა იყვირე და დაიხეთქე ფილტვები, თუ გინდა გადმოხეთქე მაჯებიდან სისხლი

აზრი არ აქვს როცა ტკივილი შენია… უნდა ათრიო, ან წახვიდე,

თუ არ შეგიძლია ეს ორი გზაა მარტო და შენი უპირატესობა არჩევანია მხოლოდ…

არ მეცოდება ჩემი თავი, მაზოხისტივით მსიამოვნებს ეს ტანჯვა,  რადგან ცოცხალი ვარ ვგრძნობ…

ზარის რეკვასავით ვგრძნობ ჩემ გულისცემას და ბავშვივით მიხარია…

პარაზიტი მწერია ეს ცხოვრება… სულ ყურთან და სულ გონებასთანაა და ბოლომდე შეგშლის…

არც გლოვას აქვს აზრი, მაინც რადგან ბრბოა ეს ხალხი და გაგწირავენ ღმერთივით…

მე კი ფრთები მინდა, მინდა გაფრენა სამუდამო უსასრულობაში,

მინდა ჩამითრიოს მორევმა თავისუფლების,

მინდა სიმსუბუქე სულის

სულს უნდა ფრენა

უნდა ფერები ლურჯი

გაფრენა უნდა ამ დედამიწის მიღმა…

მე მინდა ვიყო არავინ თქვენთვის

მინდა მტვერივით გადამიბერტყოთ ხელისგულიდან…

 

ბარნოვი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized