Monthly Archives: ივნისი 2012

* * *

ჩემი ოცნებების ოკეანეს ყოველთვის ქარი მიაპობს ტალღებზე…

ყოველთვის იყო ვიღაც და ვიყავი მე, როგორც ანარეკლი მსოფლიო ადამინისა…

იყო ბუნება მარადიული და ადამიანი თავისი მოცანცარე აზრებით…

სისიხლივით დუღდა ოკეანე, ანუ ოცნება ჩემი.

ნერვიული ქალივით ხელის კანკალით უკიდებდა სიგარეტს…

ყოველთვის იყო თითები თლილი, რადგან დასაბამითგან იყო კლავიშები

იყო მუსიკა სულის, მუსიკას მოჰქონდა ოცნება და იყო

სიგიჟეში გიჟების წვიმა…

ყოველთვის საიდანღაც უბერავდა ქარი და სადღაც ამბობდნენ რომ

საიდანღაც უბერავს ქარიო და სად იყო ეს სადაღაც

იყო ალბათ შორს უსასრულობაში…

მე ვიჯექი, ან ზოგჯერ ვიდექი ნავში და ნავი იდგა ოკეანეზე

და ოკეანე მთელი თავისი მიზიდულობის ძალით ებღაუჭებოდა დედამიწას

და მე მარტო ვიყავი, ადამიანი, საუკუნის მიჯნათა შორის

ვიყავი როგორც არავინ…

და ვხუჭავდი თვალებს როდესაც კლავდნენ და

ვახელდი როცა იყო სილურჯე დედამიწაზე და მომენატრა ლურჯი ფერი…

მე ვიყავი ადამიანის სული ბობოქარი და ვღელავდი როდესაც ცდილობდა დაწყნარებას

ფიქრი ვიყავი…

ბანაკი ვიყავი მწვერვალის ძირში…

გზა ვიყავი მწვერვალისკენ მიმივალი და გაუკვალავი…

ყველა ოცნებას მისწვდება ფიქრი და ფიქრი იქნება ოცნება,

ოცნება სულზე და აზროვნებაზე და იქნება! იქნება! იქნება!

იქნება ადამიანი!!!

თუნდაც ერთი უკანასკნელი დედამიწაზე…

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

* * *

წვიმის წვეთებივით წვეთავს სისხლი ჩემი გადახსნილი მაჯებიდან

აღარც ოცნებებია, აღარც ფიქრები, აღარც პროტესტი ამ სამყაროზე…

ყველაფერი სულ ერთია… ეს შეგრძნებაა სიმაღლიდან დაშვების…

სიგიჟის ზღვარია…

თითქოს მკვდარიაო და თითქოს ცოცხალი იძახიან ჩემზე ისინი…

გულისწამღები სიჩუმეა ტრიალ მინდორში სადაც მარტო ერთი ხე დგას და მე ვარ იმ ხის ძირში

და ამ სიჩუმეში მე მარტო ვარ…

შორს ვარ ყველა არსებული სამყაროსგან…

შორს ვარ ყველაფრისგან რაც ასე მძაგდა, არა კი არ მძაგდა – მეზიზღებოდა…

ეს გულია, დედამიწის კარიბჭეა..

განზომილებათა კავშირი, სადაც თავს იყრის ყველა და ყველაფერი,

სანამ უსასრულობში და მარადიულობაში ჩაიძირება,

ერთმანეთს ხვდებიან ძველი მტრები, მეგობრები..

მოღალატე და ერთგული მეუღლეები…

მეზობლები…

აქ ხვდება ყველა ის ადამიანი ყველა იმ ადამიანს

ვისაც იცნობდა მთელი ცხოვრების განმავლობაში…

არც ბოდიშია, არც ჩახუტება, ან მსგავსი ადამიანური ინსტიქტური არაგულწრფელობა,

აქაა ორი ადამიანის, ორი მოაზროვნის თავისი არსითა და ფუნქციით

ორი ინდივიდის…

უბრალოდ ორის.. აზრიანი დუმილი, რომლითაც ხდება დაშორება

და იწყება გადასხვაფერება…გადაფერადება…

და თუ გაფერადებაა – იყოს ლურჯად…

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized