ირევიან ფიქრები

ირევიან ფიქრები

როგორც შემოდგომის ფოთლები,

არ მიდიან ცისკენ, არ მიდიან მიწისკენ

საით მიდიან არ ვიცი

ქალაქი ხმაურში იძირება

ქალაქი ფიქრში იძირება

ფეთქავენ ნერვები

ფეთქავენ ფერები

სიტყვები, ბგერები

და ამ ხმაურში ადამიანი

ადამიანთა შორის მარტო..

არავინ…

ჩვენ ფიქრების გაქანება

არსაით და უკან

არც ზევით, არც ქვევით

საწყისები და სასრულები

მიდიან მოდიან

და ეს ფიქრები მეტია სიტყვებზე,

მეტია ჩვენზე

რადგან მეტია ადამიანი

ამ სამყაროზე.

 

შენ მიდიხარ…

არა ტრაგედია, არა სენტიმენტები

არ არის ყალბი ემოციების დრო

არ არის ყალბი ფიქრების დრო

მჯერა (მინდა) ბედნიერი იქნები

ამ ლექსივით ნელა დაიწერები…

შენ შენზე მეტი…

ნელა გეზრდება ფრთები

რა საჭიროა სისწრაფე

შენ აფრინდები

ლურჯი ცისკენ

კუნძულებს რომ ჰგავს იმ ღრუბლებს მისწვდები

და იმის იქით უკვე შენ იცი

შენ მიდიხარ…

არც ტრაგედია, არც სენტიმენტები

დაბრუნდები…

 

ცილკიდან ,,საა”

 

ბარნოვი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s