* * *

სიცოცხლის წყურვილია სიკვდილის შიში…

სიკვდილის არსებობით შევიგრძნობთ სიცოცხლეს…

და რომ არ იყოს იგი?

არ მინდა სიცოცხლე ღმერთო…

არ მინდა ფუჭი არსებობა გესმის… არავის არ უნდა დაუსრულებელი სიცოცხლე

რადგან არ აქვს ფასი, რადგან არა აქვს მადლი,  აზრი არა აქვს, გესმის?!

საწყისი სასრულისთვისაა შექმნილი,

როგორც სიცოცხლეს აგვირგვინებს სიკვდილის შიში

რომელიც ბიძგია

რომელიც გვახსენებს, შთაგვაგონებს…

რომ მიდის დრო. მიდიან წუთები და მიდიან წლები.

წიგნის ფურცლებივით იშლებიან დღეები

და გვირილასავით ჭკნება ადამიანი

და რაღას აქვს აზრი ფიქრობ

თუ კი მდინარესავით მიედინება ეს ცხოვრება

და არ ჩერდება გულის ფეთქვასავით ბოლო წამამდე…

თევზივით შეცურე მდინარეში, ადამიანო და გაუყევი მას აღმა როგორც კალმახი!!!

გაცურე დინების საწინააღმდეგოდ!

გაცურე ცხოვრების საწინააღმდეგოდ!

გაცურე შენი თავას საწინააღმდეგოდ!

სულის სათვემდე ადი!

ცხოვრების საზრისად ეს კმარა მხოლოდ…

ბარნოვი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s