Monthly Archives: ნოემბერი 2012

ქაოსი

თენდება დილა უკვე მერამდენე ჩვეულებრივი

უმნიშვნელო..

მისკდება თავი..

ვეწევი ბევრს…

ღერები იწვება როგორც არაფერი…

დილაა…

კამათი უაზრობაზე

რუტინა…

ნაწვიმარი ქუჩები…

სათქმელი თითქოს დამთავრდა…

ამოიწურა…

გასასვლელები ფანჯრიდან და კარებიდან

მეხსიერება მკრთალი და უფერული

ერთმანეთში ირევიან ფაქტები და მოვლენები

ათასჯერ ნაცადი ხერხი…

სული შევაკავო კბილებით

და ბოლოს დაღლილობა…

ღრმა ამოსუნთქვა სულის სიღრმიდან…

ბეღურების ხმაურიანი გადაფრენა…

პირველი ნაბიჯები პირველ თოვლზე…

მოხეტიალე სულები ქუჩა-ქუჩა…

გაჩერებული საათი კედელზე…

აშლილი პიანინო ძველ ოთახში…

გახუნებული ნახატი…

ბუნდოვანი ფიქრები მომავალზე…

სამყაროდან გაქცევის მცდელობა…

განწირულობა

სასოწარკვეთა

სუიციდი

შიში…

უშენობა..

და შენი არსებობა ჩემში როგორც არაფერი…

სიზმრები არეული, გაუგებარი…

და დილას დაღლილობის მძაფრი შეგრძნება..

გადაღლილი ადამიანები

არაფერის მთქმელი სახეები

მარტივი ლოგიკა

მსჯელობის მცდელობა

შედეგები არაფრის მომცემი

შემოდგომის ფოთოლცვენა ნოემბერში

და მზის დიდი დაძინების პერიოდის მძაფრი სიახლოვე…

 

სხეული გადაიღალა…

მძიმეა სული…

მძიმეა ადამიანად ყოფნა…

მუდმივი წვიმების პერიოდში

მზის ნატვრაში გადის დრო…

ერთეულები ტოვებენ თოლიების გუნდს…

როდესაც ყველა ფრინველი სითბოსკენ მიფრინავს

ერთი რჩება რეალობაში ანუ სიცივეში…

ერთეული კალმახების თვისებაა სწრაფვა თავისუფლებისაკენ

დანარჩენებს აღმა ცურვის მარტივი ინსტიქტი ამოძრავებთ…

ლამის დავეცე და ვილოცო და მახსენდება… ღმერთი მკვდარია…

მე მოვკალი…

და კვლავ…

განწირულობა

სასოწარკვეთა

სუიციდი

და შიში…

 

დამათენდა მორიგი დილა უხეირო…

წავალ მზის ამოსვლას მაინც შევხვდები…

 

ბარნოვი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

* * *

სწორ ხაზებს ვავლებ…

ისინი არასდროს გადაკვეთენ ერთმანეთს…

ფიზიკის კანონია, ვიცი,

მაგრამ მაინც გული მწყდება…

მეფიქრება რომ ქალაქი ცარიელია…

ნოემბრის ნაწვიმარი დღეა

და თუ მოუნდება იწვიმებს კვლავაც…

ჩემს სოფლის სახლში ბუხარი გიზგიზებს,

დილის ექვსზე ადგომა რომ მიხარია არ მიკვირს…

იქაც ნოემბერია, მაგრამ თოვს…

პირველი თოვლია…

შენ შემოდიხარ სახლში…

(მკლავზე დაჩეხილი შეშა გიწყვია)

ფეხსაცმლიდან თოვლს იშორებ…

შენს შავ წვერზეც მოუთოვია…

მე მეღიმება…

გეუბნები რომ თოვლის პაპას გავხარ

და ამაზე ერთად ვიცინით

და სახლი ბედნიერებით ივსება…

მე მიხარია, რომ წინ ზამთრის გრძელი ღამეები და მოკლე დღეებია

და ჩვენი სახლიდან ყოველთვის ავა ბუხრის კვამლი…

ექვსზე უკვე დაღამდება…

მერე ავანთებთ ლამპას,

ვილაპარაკებთ თუ მოგვინდება,

თუ არა და მარტოობას დავაცდით ერთმანეთს…

არასდროს გავბანალურებთ ჩვენს ბედნიერებას.

იქნება საღამო…

მე ბუხრის წინ ვიჯდები და თავიდან წავიკითხავ “ქარავანს”

შენ კი ხალიჩაზე ფეხმორთხმული

გიტარაზე გაარჩევ მორიგ სიმღერას.

ასე გათავდება ღამე… (ან არ გათავდება)

და იქნება მორიგი დილა… ექვსი საათი…

არასდროს იქნებიან ჩვეულებრივი დღეები

მოვა გაზფხული…

უბრალო ბოქლომს დავადებთ ჩვენი ხის სახლის მძიმე კარს…

და დავადგებით გზას…

ჩრდილოეთს, სამხრეთს და მისთანებს არ ექნება მნიშვნელობა

რადგან ჩვენ ვიქნებით გზებზეც

და იქაც სადაც არ იქნება გზა…

ასე გავა წლები…

და ბოლოს?

ბოლოს რა იქნება არ ექნება მნიშვნელობა,

რადგან იქნება წარსული

რომელიც სულივით დაგვენანება დედამიწაზე დასატოვებლად…

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

* * *

სული სიბნელეში დაძრწის..

და ვერ უპოვნია ამ დედამიწიდან გასასვლელი გზა…

ყველა ოცნება გამიხუნდა…

…და მე ათეისტი შენ გეძებ, ღმერთო,

როგორც მშიერი მგელი ნადირს.

ისეთი არარაობა ვარ მძულს ჩემი თავი…

ზოგჯერ ძალიან ცხადია მტვრისგან რომ ვარ შექმნილი…

ნაწილაკებად ვარ გაბნეული ამ სამყაროში…

სულმა დაიმორჩილა სხეული

და ჩემდაუნებური ქმედებები დამჩემდა.

ისე დამღალა ამ თამაშმა მძაფრი კომედიის რომ…

ერთხელაც იქნება და დამსწრე საზოგადოებას

სცენიდან შევაფურთხებ…

გამოვიხურავ თეატრის კარებს

და თუნდაც უსივრცობაში გადავეშვები…

თორემ საზიზღრობაა ამდენი ტაშის კვრა,

ერთმანეთის მხარში დგომა და გამხნევება ვითომ….

ამაზრზენი ფაქტების დროს,

მინდა, ითოვოს, იწვიმოს და მოვიდეს სეტყვა და

ეს ყველაფერი მინდა ერთად….

ქარების ქროლვას ვერ ვიმეტებ – სისუსტეს ვიჩენ…

სამყაროში აურა დამძიმდა…

რაღაც მძაფრი სუნი იგრძნობა ქუჩებში…

ერთხელაც იფეთქებს დედამიწა

და შთანთქავს მთელ ამ ქაოსს…

რძისფერი ნისლია…

ერთ მეტრში ვერ გხედავ, საა

და მგონია რომ არ ხარ…

მძიმე ჰაერია და სუნთქვა მიჭირს…

…ღირს კი ამ ილუზიაში დროის კარგვა???

იქნებ გაფრენა ჯობდეს?!

ჰო, ჰო, გაფრენა?!

და არა უშავს თუ ჩვენი გაფრენის შემდეგ

ამ წასვლას სიკვდილს უწოდებენ….

ვითომ აქვს კი მნიშვნელობა ამას???

ნუ გეცინებათ!!!!

ერთხელაც მთელს დედამიწას შევაფურთხებ სახეში

და ფრთების მკვეთრი მოძრაობით

თეთრ ღრუბლებს ავცდები,

ლურჯ ცას შევატოვებ სულს

(რომელიც ისედაც სულ მისი იყო)

და სხეული თქვენი იყოს თუ გინდათ…

აღასრულეთ რიტუალი და ტრადიცია და

ამაზრზენი სახეებით მომიგონეთ…

და თუ ეს განცდა იქაც იარსებებს

იცოდეთ რომ ფეხზე მკიდია…

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

* * *

მორიგი ლექსი, სა, შენია კვლავაც და ალბათ ასე იქნება

სანამ არ ჩამოხვალ…

შენა ხარ იქ,  სადაც მთავრდება ქალაქი

და იწყება ნაშემოდგომარი ტყეები.

სადაც ტყეებიც მთავრდება

და გზა ტბის პირს მიუყვება… ჯებირებით

აი როგორც ფილმებშია ისე

… ტბას ჩამოთოვილი მთა ადგას თავზე

… მე მახსენდება შენ რომ მთები გიყვარს

და გზებზე ისევ ვრცელი ველებია…

ტბის პირას სახლები მოუწყვიათ ადამიანებს

მიშვებულია ცხვრების ფარა ნელი მოძრაობით რომ ძოვენ ბალახს

შენა ხარ იქ სადაც წეროს ბუდეებია…

და ყინულივით ცივი წყალი მოდის

ისე რომ გეყინება ხელები…

სიმშვიდე სივრცეების შენია,

შენსავით მშვიდი.

ეხლა დავფიქრდი რომ საოცრად მშვიდი ხარ…

შენი აივნიდან უზარმაზარი მზე ჩადის ხარბად

და შენს ლურჯ ცაზე მაგ ჩიტების ფრენა გუნდ-გუნდად ლოგიკურია…

საღმოობით მართლა უშვებ სიცივის ორთქლს,

ცაზე მიხატული ვარსკვლავების ყურება გახდა რიტუალი

და მაგ შენს ოთახში ისე თბილა

თითქოს ბუხრისთვის მიუდგამთო სარწეველა სკამი

ხე იწვის მშვიდად… მხოლოდ ნაპერწკლები

და ტკაცუნი შიგადაშიგ როგორც წესია.

შენი ლურჯი ცა ისე დაბლაა სკამს თუ მიადგამ

და თუ ღმერთიც ხელს გამოგიწვდის უკვე იქა ხარ…

 

შენ მიუყვები უასფალტო ქუჩას ოდნავ მოხრილი მხრებით,

თბილი ზედის თბილ ჯიბეში ისედაც თბილი ხელები გაქვს ჩაწყობილი

და მთელი ის ქუჩა მხოლოდ შენია

მე არაფერი, მეგობარო, მხოლოდ გავიფიქრებ:

ერთხელაც ეს გოგო უსასრულო გზას დაადგება

და ყველა ნახავს რომ ბედნიერება ლურჯი ფერია…

 

ციკლიდან ,,საა”

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized