* * *

სული სიბნელეში დაძრწის..

და ვერ უპოვნია ამ დედამიწიდან გასასვლელი გზა…

ყველა ოცნება გამიხუნდა…

…და მე ათეისტი შენ გეძებ, ღმერთო,

როგორც მშიერი მგელი ნადირს.

ისეთი არარაობა ვარ მძულს ჩემი თავი…

ზოგჯერ ძალიან ცხადია მტვრისგან რომ ვარ შექმნილი…

ნაწილაკებად ვარ გაბნეული ამ სამყაროში…

სულმა დაიმორჩილა სხეული

და ჩემდაუნებური ქმედებები დამჩემდა.

ისე დამღალა ამ თამაშმა მძაფრი კომედიის რომ…

ერთხელაც იქნება და დამსწრე საზოგადოებას

სცენიდან შევაფურთხებ…

გამოვიხურავ თეატრის კარებს

და თუნდაც უსივრცობაში გადავეშვები…

თორემ საზიზღრობაა ამდენი ტაშის კვრა,

ერთმანეთის მხარში დგომა და გამხნევება ვითომ….

ამაზრზენი ფაქტების დროს,

მინდა, ითოვოს, იწვიმოს და მოვიდეს სეტყვა და

ეს ყველაფერი მინდა ერთად….

ქარების ქროლვას ვერ ვიმეტებ – სისუსტეს ვიჩენ…

სამყაროში აურა დამძიმდა…

რაღაც მძაფრი სუნი იგრძნობა ქუჩებში…

ერთხელაც იფეთქებს დედამიწა

და შთანთქავს მთელ ამ ქაოსს…

რძისფერი ნისლია…

ერთ მეტრში ვერ გხედავ, საა

და მგონია რომ არ ხარ…

მძიმე ჰაერია და სუნთქვა მიჭირს…

…ღირს კი ამ ილუზიაში დროის კარგვა???

იქნებ გაფრენა ჯობდეს?!

ჰო, ჰო, გაფრენა?!

და არა უშავს თუ ჩვენი გაფრენის შემდეგ

ამ წასვლას სიკვდილს უწოდებენ….

ვითომ აქვს კი მნიშვნელობა ამას???

ნუ გეცინებათ!!!!

ერთხელაც მთელს დედამიწას შევაფურთხებ სახეში

და ფრთების მკვეთრი მოძრაობით

თეთრ ღრუბლებს ავცდები,

ლურჯ ცას შევატოვებ სულს

(რომელიც ისედაც სულ მისი იყო)

და სხეული თქვენი იყოს თუ გინდათ…

აღასრულეთ რიტუალი და ტრადიცია და

ამაზრზენი სახეებით მომიგონეთ…

და თუ ეს განცდა იქაც იარსებებს

იცოდეთ რომ ფეხზე მკიდია…

 

ბარნოვი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s