* * *

სწორ ხაზებს ვავლებ…

ისინი არასდროს გადაკვეთენ ერთმანეთს…

ფიზიკის კანონია, ვიცი,

მაგრამ მაინც გული მწყდება…

მეფიქრება რომ ქალაქი ცარიელია…

ნოემბრის ნაწვიმარი დღეა

და თუ მოუნდება იწვიმებს კვლავაც…

ჩემს სოფლის სახლში ბუხარი გიზგიზებს,

დილის ექვსზე ადგომა რომ მიხარია არ მიკვირს…

იქაც ნოემბერია, მაგრამ თოვს…

პირველი თოვლია…

შენ შემოდიხარ სახლში…

(მკლავზე დაჩეხილი შეშა გიწყვია)

ფეხსაცმლიდან თოვლს იშორებ…

შენს შავ წვერზეც მოუთოვია…

მე მეღიმება…

გეუბნები რომ თოვლის პაპას გავხარ

და ამაზე ერთად ვიცინით

და სახლი ბედნიერებით ივსება…

მე მიხარია, რომ წინ ზამთრის გრძელი ღამეები და მოკლე დღეებია

და ჩვენი სახლიდან ყოველთვის ავა ბუხრის კვამლი…

ექვსზე უკვე დაღამდება…

მერე ავანთებთ ლამპას,

ვილაპარაკებთ თუ მოგვინდება,

თუ არა და მარტოობას დავაცდით ერთმანეთს…

არასდროს გავბანალურებთ ჩვენს ბედნიერებას.

იქნება საღამო…

მე ბუხრის წინ ვიჯდები და თავიდან წავიკითხავ “ქარავანს”

შენ კი ხალიჩაზე ფეხმორთხმული

გიტარაზე გაარჩევ მორიგ სიმღერას.

ასე გათავდება ღამე… (ან არ გათავდება)

და იქნება მორიგი დილა… ექვსი საათი…

არასდროს იქნებიან ჩვეულებრივი დღეები

მოვა გაზფხული…

უბრალო ბოქლომს დავადებთ ჩვენი ხის სახლის მძიმე კარს…

და დავადგებით გზას…

ჩრდილოეთს, სამხრეთს და მისთანებს არ ექნება მნიშვნელობა

რადგან ჩვენ ვიქნებით გზებზეც

და იქაც სადაც არ იქნება გზა…

ასე გავა წლები…

და ბოლოს?

ბოლოს რა იქნება არ ექნება მნიშვნელობა,

რადგან იქნება წარსული

რომელიც სულივით დაგვენანება დედამიწაზე დასატოვებლად…

ბარნოვი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s