Monthly Archives: დეკემბერი 2012

* * *

როცა არ არის გზები, შენ ცდილობ იარო გაუვლელ გზაზე,

ხიფათი დიდია, საფრთხე და შიში…

როცა ხეები შიშვლდება,

ცდილობ წარმოიდგინო როგორ აცმევ მათ ყვითელ გაცრეცილ ფოთლებს,

რომლებზეც გაიარა ათასმა კაცმა,

მზად ხარ ძაფებით მიამაგრო ტოტებზე…

როცა წვიმის მერე არ ჩანს ცაზე ცისარტყელა,

როცა უკვე თვალები გაწყდება ზემოთ ხედვით,

ცდილობ წარმოიდგინო ფერი… ყველა ფერი ერთად

როცა ვიღაცას ძალიან სცივა

ეყინება ხელები…

ცდილობ ფიქრებით გაათბო,

რადგან ხვდები, რომ ეს სიცივე მარტო ტემპერატურაზე არაა დამოკიდებული…

როდესაც აწვიმს შენს ფანჯრებს,

ისე რომ წვიმა მთლინად წალეკვას უპირებს შენს სამყოფელს,

კარებს იჯახუნებ და გარბიხარ უკანმოუხედავად..

მაგრამ უცებ ჩერდები…

გახსენდება რომ სული დაგრჩა

და მხოლოდ სხეული გარბის თურმე,

ბრუნდები…

ის ისევ ფანჯარასთან გხვდება ატუზული, დასჯილი ბავშვივით…

და ხვდები, რომ იქიდან გაქცევა სადაც არასდროს არაფერს მოითხოვენ შენგან

გარდა იმისა რომ ისუნთქო – სისულელეა?!

მაგრამ არ შეგიძლია სუნთქვა…

როცა ფერი ეცვლება ყველაფერს, რაც ოდესმე გიყვარდა,

როცა აბსურდია შენი ილუზიური სამყარო,

ბეღურებმაც კი მიგატოვეს

და უკვე მერამდენე ღამე თეთრად თენდება…

როცა ფიქრები მოივლიან ყველა პლანეტას და მაინც უკან ბრუნდებიან,

როცა მხოლოდ სახეები იცვლება, სახელი კი იგივე რჩება,

ხვდები, რომ გაქცევა გამოსავალია არაა,

მაგრამ არც გამოსავალია…

როცა მუსიკა აღარ გესმის

და მხოლოდ წარმოიდგენ მეგობრის თითებს

ძველი პიანინოს შავ-თეთრ კლავიშებზე,

ამოსუთქვაა და მხოლოდ რამოდენიმე წამით გეხსნება

დაბერილი ფილტვები…

როდესაც ადამინი ცარიელ ქუჩას მიუყვება

ცხადია მარტო…

როცა სისხლში გრძნობს სიმატოვეს

სველი თოვლი სახეზე და არა სულიერი გზებზე

მიდის ადამინი და სიცივის ორთლი რჩება მხოლოდ ნაკვალევად…

თბილი სისხლის ორთქლი ვენებიდან…

ბარნოვი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

ნაბიჯი წინ და არა უკან…

wind_chimes

მოდი, უბრალოდ ვილაპარაკოთ…

სასაცილოა, ეს ყველაზე მეტად არ გამოგვდიოდა და მაინც..

ამეკვიტე უცნაურად და არ მშორდება ფიქრი…

გაგიხარდებოდა შენზე რომ ვფიქრობ.

უნდა გკოთხო… ვიცი, არც ხო იქნება და არც არა და არც არაფერი,

მაგრამ მაინც უნდა გკითხო:

რატომ? რისთვის? საიდან?  როგორ? 

დამჭირდება გამოვიყენო ყველა კითხვითი სიტყვა

მარტივად?

შიში?

თავისუფლება…

თუ უბრალოდ ფიქრი გამოუვალობის…

 

შენს საფლავს ვერ მოვაგნებ თუ კი მომინდება…

ვტყუი!!!

შენ აღარ იყავი და შეგიყვარეს…

მე ვერ მოგიახლოვდი…

მოვედი ბოლოჯერ…

ისიც ჩემთვის, რომ

არასოდეს არ მენანა, არ მოსვლა,,,

მეუბნებოდი, რომ გიყვარდი ყველაზე მეტად?! 

არ მჯეროდა არასდროს…

მაგრამ ბოლოჯერ მაინც მოვედი. 

არ დავიჯერე, რომ არ იყავი

არ დავუჯერე არავის ჩემი თვალების გარდა

და ბოლო ხმაური რომ გაისმა, მე შორს ვიყავი,

არ მინდოდა ვინმეს დავენახე

უბრალოდ წარმოვიდგინე ხეზე დაცემული მიწის ხმა…

…იმ ბოლო წამს მინდა მჯეროდეს რომ მიხვდი…

ყველაფერს მიხვდი…

და სწორედ ამიტომ ნაბიჯი წინ და არა უკან..

 

შენი წასვლა იყო ის, რამაც აღმაფრთოვანა პირველად და უკანასკნელად

 

თუ ადამიანს არ გედგომება… 

თუ გზები ჩაკეტილია…

თუ საკუთარი ნაგავი ყელს ასცდა და პირში გეჩხირება

თუ არც მომავალია და წარსული..

ალაბათ ორი გზაა ამ დროს 

შენ მეორე აირჩიე…

სწორედ ამიტომ ნაბიჯი წინ და არა უკან…

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

* * *

მთელ სხეულში დაძაბულობა,

სიტყვებს ვერ ებმება თავი,

აზრი წყდება და ღრმა ამოსუნთქვას ვჯერდები…

დაორთქლილი მინებიდან ბუნდოვნად ჩანს გარე სამყარო…

საა, შენს სუნს ვგრძნობ ლურჯი პლანეტებიდან,

რომლებიც ჯერ ვერ აღმოაჩინეს ასტრონომებმა.

შენი სუნთქვა გალაქტიკის სიღრმიდან მოდის

შენი მუსიკა…

 

ველები ვრცელი სოფლად 

დილას ამდგერი ადამიანი მარტო გზაზე

ჩრდილები და აჩრდილები…

ოცნებები, რომლებიც გვავიწყდება…

მთებიდან მომავალი მდინარე და შენაკადები…

და შეგრძნება რომ დაუსრულებლად მენატრები, ამეკვიატა, ბეე

ჩემი წარსულის ძველი ფირების თვალიერება მიყვარს

…შენც მენატრები ჩემებურად… მეფიქრები..

სულ თავიდან ვიშორებ ამ ფიქრს, 

რადგან მახსენდება როგორ წახვედი…

ზედაპირულად მოდიან შეგრძნებები და 

ჩუმად სულ გეკითხები მანდ რა ხდება…???

სულ განუხორცილებელ ოცნებებს გიკავშირებ

ჩემს ფიქრებში, სახეს გიცვლი

და ეს აბსურდული ფიქრები სულ უმზეო ადგილამდე მიდის…

 

ოცნებებს ვყვები ცამდე 

და აი, უკვე მერემდენე დან(მ)არცხებისგან 

ძვლებჩამსხვერეულს ყოველდილით მაღვიძებს ტკივილი…

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

* * *

საა, მორიგ ლექსს სიმარტოვის მძაფრი სუნი და გემო აქვს,

საწვიმრად გამზადებული ღრუბელივითაა გაჟღენთილი სისხლი

და თუ იწვიმა ვენებიდან არ გაგიკვირდეს…

საა, არ მჯერა იასამნის, რომელიც იასამნისფერი არაა..

თუ თეთრი ჩემი ყოველდღიურობა გახდა 

არ მოხვიდე… უბრალოდ დამივიწყე…

თუ ცისარტყელას ფერები ვეღარ გავარჩიე..

 

ხის სახლის სითბო მინდა თავშესაფრად,

ნუგეშად იები გაზაფხულზე,

ზამთარში შეშის ტკაცუნი მინდა მუსიკად …

გარეთ სიჩუმე…

…და ფიფქების ბარდნაში…

როცა ერთ მეტრში ვერ ირჩევა ვერაფერი

შენი სილუეტი მინდა დავინახო შორს

ყინვასთან და სიცივესთან ერთად.

მოიტანე სილურჯე, რომელიც შენია 

და რომელიც ასე ძლიან მიყვარს 

…სიცივის სუნი თბილ ოთახში…

 

საა, ამ მორიგ ლექსს სიმარტოვის მძაფრი სუნი და გემო აქვს,

ამიტომ გამოგიხმე სიჩუმიდან როგორც ყოველთვის….

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

დეკემბერი 18, 2012 · 11:44 AM

საა, მოთოვა

საა, მოთოვა…

აი, ის პირველი თოვლია, რომ გწერ ხოლმე…

არ დადებს ვიცი…

არ გამოსცემს იმ ხმას, შენ რომ უცნაური სახელი დაარქვი

არ იქნება პირველ თოვლზე პირველი ნაფეხურები,

მაგრამ მაინც მიხარია

სრულიად რუტინაში ვიყავი ჩართული სამსახურში და უცებ ფანჯრისკენ გამექცა თვალი…

და თოვს-მეთქი იმხელა ვიყვირე თვითონ მე გამიკვირდა

ეს უკვე ზამთარია. კიდევ ახალი ზამთარი

ვსუნთქავთ..

მიუხდავად ყველაფრისა, ის მაინც მოვიდა…

ზამთარში რომ აღარ მოთოვს,

მაშინ შეწყვეტს სული სუნთქვას…

ეგრე მგონია მე..

გადავრჩით…

მიყვარს რამოდენიმე ადამიანი სამყაროში და ვიცი რომ ეხლა ყველას მშვიდად ძინავს…

სუნთქვის ხმაც კი ჩამესმა…

ზოგს, ხშირი აჩქარებული სუნთქვა აქვს..

ზოგი, უცნაურ ხმებს გამოსცემს..

მაგრამ ყველა სუნთქავს…

ერთი სეზონი რომ გვქონდეს, ალბათ რა უბედურება იქნებოდა…

ახლა ზუსტად ვიცი რომ წელიწადში ოთხჯერ გამიხარდება…

საა, შენთანაც თოვს…

შენს სივრცეებს რომ წარმოვიდგენ თეთრს,

კვამლს სახურავებიდან…

ვფიქრობ, ავიღო თავზე ხელი და დაგადგე…

უკითხავად და უთქმელად…

გარეთ პირველი თოვლია

მშვიდი და უცერემონიო…

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

….

things_meant_to_be_by_catch___22-d5n577f

სახლში მოდიხარ გამთენიისას. გარეთ სრული სიჩუმეა. მთელს ქალაქს ძინავს შენს გარდა… გასაღებს პოულობ ჩანთაში ვარაუდით, ინერციით აღებ კარს და შედიხარ… კარებს მიუხურავ მთელ ცხოვრებას… სიჩუმეს.. სახლის სუნი გაგათბობს მიუხედავად იმისა რომ ცივა.. დაღლილი ხარ, ძვლებში გტეხავს, თითქოს არაფერზე არ უნდა ფიქრობდე, მაგრამ მთელი სამყარო გეჩხირება ყელში… თითების დაბოლოებებში გრძნობ ნერვებს და ხელები გეყინება… ოთახში შემოდიხარ, რომელიც მხოლოდ შენია… მიგილაგებია დეე, ნერვები მეშლება რო ალაგებ. ვიცი, უმადური ვარ, მაგრამ, როცა ოთახს მილაგებ მგონია სულში მირევენ ხელებს… ეს ქაოსი მიყვარს, კონტრასტი მაინც არაა ჩემს თავთან… სულიდან ფოთოლზე დაკიდებული წვიმის წვეთივით იქცევა ფიქრი…
წელი მთავრდება… აი, უკვე მერამდენე და დაღლილობა… ფანჯრები იორთქლება. მოყინავს მალე და… მერე მოთოვს… და პირველი თოვლის პირველი დილა ოდნავ დაამშვიდებს სულს… სადღაც ლურჯი პლანეტებიდან გადმოიყრებიან თეთრი ფიფქები და მე მომინდება დავიჯერო რომ ეს თოვა არ იქნება ჩვეულებრივი… მომინდება, რომ თბილი იყოს ჩემი ხელისგულები, რომ დაცემული ფიფქი გაქრეს მაგრამ ვიცი დამათოვს … სანამ ფანჯრიდან გავიხედავ მანამდე მივხვდები, რომ ითოვა, რადგან სრული სიჩუმიდან ექოდ მოვა ბეღურების ჟივჟივი აივანზე მობუზულები რომ ისხდებიან.. მომინდება ხელში აყვანა და მოფერება მაგრამ გამახსენდება, რომ ჩემი ხელისგულები ცივია… გამახსენდება სოფელი და სულის ტკივილამდე მომინდება ხელებგაყინული შევარდე ოთახში სადაც ღუმელი გიზგიზებს.. მომინდება სიცივისაგან აკანკალებულს შემომხედო და. გამიღიმო, ბე… მაგრამ წამის მეასედში გამახსენდება, რომ ეს მოგონებაა და სიტყვა “წარსული” იმ წამს შემზიზღდება…
ჯერ არც კი უთოვია…

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

………

შენზე ვფიქრობდი და მოხვედი…
მოხვედი არსაიდან…
ძილს მიტეხავ იცი და მაინც მოდიხარ
მერე ისევ წახვალ…
იცი, რომ მტკივა მაგრამ მაინც მიდიხარ…
იცი, რომ სული მეხუთება აქ 
და მაინც მთხოვ დავრჩე…
როცა გეკითხები რატომ???
მპასუხობ რომ ყველაფერს თავის მიზეზი აქვს….
შენ ხომ წახვედი
რატომ არ შეიძლება მეც წამოვიდე???
მპასუხობ, რომ ეს იყო ყველაზე დიდი
შეცდომა…
შენ იცი რომ სუიციდზე ფიქრი ამეკვიატა და 
უფრო ხშირად მოდიხარ…
შენს ლურჯ თვალების მიღმა სამყაროში ვხედავ რომ გეშინია…
სულს ვაწვალებ ტყუილად…
ხორციც ამაოდ მოვაცდინე…
არ ჯობია დამთავრდეს ეს მასკარადი?…
მოვიხსნი ყველაა ნიღაბს
და დავჩები არარაობა…
 
შენ მიდიხარ კვლავ…
მაგრამ ბოლოს ტრიალდები… და მეუბნები
მერე ოცნება?
მერე მთები?
მერე შემოდგომის ფოთოლცვენა?
მერე მაისს ლურჯ ცაზე მერცხლების ხმაურიანი გადაფრენა?
მერე თბილი ოქტობერი? (ფერადი)
მერე ნოემბრის წვიმა…
მერე…
მერე…
მერე..
მერე ისევ თავიდან ღრმად ვისუნთქავ ცხოვრებას…
და სპექტაკლის გრძელდებაა…
ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized