….

things_meant_to_be_by_catch___22-d5n577f

სახლში მოდიხარ გამთენიისას. გარეთ სრული სიჩუმეა. მთელს ქალაქს ძინავს შენს გარდა… გასაღებს პოულობ ჩანთაში ვარაუდით, ინერციით აღებ კარს და შედიხარ… კარებს მიუხურავ მთელ ცხოვრებას… სიჩუმეს.. სახლის სუნი გაგათბობს მიუხედავად იმისა რომ ცივა.. დაღლილი ხარ, ძვლებში გტეხავს, თითქოს არაფერზე არ უნდა ფიქრობდე, მაგრამ მთელი სამყარო გეჩხირება ყელში… თითების დაბოლოებებში გრძნობ ნერვებს და ხელები გეყინება… ოთახში შემოდიხარ, რომელიც მხოლოდ შენია… მიგილაგებია დეე, ნერვები მეშლება რო ალაგებ. ვიცი, უმადური ვარ, მაგრამ, როცა ოთახს მილაგებ მგონია სულში მირევენ ხელებს… ეს ქაოსი მიყვარს, კონტრასტი მაინც არაა ჩემს თავთან… სულიდან ფოთოლზე დაკიდებული წვიმის წვეთივით იქცევა ფიქრი…
წელი მთავრდება… აი, უკვე მერამდენე და დაღლილობა… ფანჯრები იორთქლება. მოყინავს მალე და… მერე მოთოვს… და პირველი თოვლის პირველი დილა ოდნავ დაამშვიდებს სულს… სადღაც ლურჯი პლანეტებიდან გადმოიყრებიან თეთრი ფიფქები და მე მომინდება დავიჯერო რომ ეს თოვა არ იქნება ჩვეულებრივი… მომინდება, რომ თბილი იყოს ჩემი ხელისგულები, რომ დაცემული ფიფქი გაქრეს მაგრამ ვიცი დამათოვს … სანამ ფანჯრიდან გავიხედავ მანამდე მივხვდები, რომ ითოვა, რადგან სრული სიჩუმიდან ექოდ მოვა ბეღურების ჟივჟივი აივანზე მობუზულები რომ ისხდებიან.. მომინდება ხელში აყვანა და მოფერება მაგრამ გამახსენდება, რომ ჩემი ხელისგულები ცივია… გამახსენდება სოფელი და სულის ტკივილამდე მომინდება ხელებგაყინული შევარდე ოთახში სადაც ღუმელი გიზგიზებს.. მომინდება სიცივისაგან აკანკალებულს შემომხედო და. გამიღიმო, ბე… მაგრამ წამის მეასედში გამახსენდება, რომ ეს მოგონებაა და სიტყვა “წარსული” იმ წამს შემზიზღდება…
ჯერ არც კი უთოვია…

ბარნოვი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s