Monthly Archives: იანვარი 2013

]~[‘;?~][“:>?~][“:~][“]~[

-“აქ მთელი დღეა თოვს”
-“აქ მთელი დღეა წვიმს”
………………………………..
ჩვენგან ძალიან შორს კი ჭუჭყიანი ტალღები მთელი ძალით ეხეთქებიან
ქვიშიან
ქვიან
კლდიან
ნაპირებს…
გარუჯული ტალღები..
დედამიწამოვლილი..
ადამინებგამოვლილი..
ტალღები, რომლებმაც ყოველთვის იციან სად მიდიან და სად მოდინ.
“მდინარეები, რომლებიც ზღვებში ჩაედინებიან
და ზღვა არ ივსება მაინც”.
ადამიანები რომლებიც გავსებენ პირამდე…
რომლებიც უღრუბლო ცაზე წვიმასავთ მოდიან,
გიტოვებენ ცისარტყელას და ბევრ ფერს..
მერე მიდიან…
ან შენ მოდიხარ…
ან არც ხდება არც ერთი…

წვიმისმერეცისარტყელიანი დღეებს გახსენება
ღიმილიანია…
……………………………………..
აქ მთელი დღეა წვიმს
იქ მთელი დღეა თოვს…

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

იანვარი 30, 2013 · 4:07 AM

“ზოგჯერ ადამიანი მთელი სამყაროა
ზოგჯერ კი ამ სამყაროზე მეტი”
მოდი
-ზოგჯერ არაფერი…

დატოვე კომენტარი

იანვარი 30, 2013 · 3:16 AM

* * *

…ყველა ცის კიბე დალპა და დაიშალა…

ცამდე ასასვლელი კარიც ამოიქოლა…

შენ იმ კარის მიღმა დარჩი,

შენ სხვა სამყაროში ხარ..

არც სული მომიკითხო და არც სხეული

ორივე ერთმანეთს თხოვს სასიკვდილო წამალს,

ორივე ჯიუტად მალავს,

ამ ორის შემყურე ვიტანჯები…

სიხარულამდე მტკივა და ტკივილამდე მიხარია

ორივეს ამგვარი ამპარტავნება..

ორივე ერთი მეთოდით ვზარდე…

 

..ამ სიჩუმეში მიწა იძრა.. პირამდე გაიხსნა

და ამიტანა შავი მასა.

ამ დროს ციდან არ მომესმა არანაერი ხმა,

მხოლოდ საკუთარმა საღმა აზრმა,

როგორც ინკვიზიციის პერიოდში

ცეცხლზე დაწვა ეს ამპარტავნება და ეგოიზმი

და ცეცხლის ალებმა გაანათეს ჩამქრალ თვალებში.

კუთხეში იცინოდნენ და ხარხარებდნენ და იძახდნენ, რომ

„თავი მოკლა“

მკვდარმა თავის ქალებმა დაფარა მიწა,

საფეთქელში გაჩენილი ნახვრეტებიდან

მზე უმისამართოდ ფენდა სხივებით რაღაც გაუგებარ სინათლეს..

..როგორ სიამოვნებით ჩავეხუტებოდი დედამიწას..

ხელებს ვშლი

ზაფხულში რომ სითბო მოვა ისე მოვიდა საიდანღაც სიჩუმე…

..ვიღაცამ ჩამანაცვლა სამყაროში..

თურმე სხეულის გარეშე ტკივილი რა ძნელი ასატანი ყოფილა

როცა არაფერია აწონასწორებს…

ერთხელ გამოვიხედე უკან და ისეთი მშვიდი მეჩვენა ეს დედამიწა..

ამ გულისწყვეტას გადავიტან…

 

ჭაობიც მშვიდია

გითრევს მანამ, სანამ უკანასკნელ სუნთქვას არ ამოგართმევს.

მანამ, სანამ გაიფიქრებს რომ ფრთებია ცხონება.

სანამ წყლამდე არ მოგიღებს ბოლოს ის რაც შენშია

რაც შენ ხარ..

 

ზაფხულში რომ სითბო მოვა ისე მოვიდა საიდანღაც

..სიჩუმე…

და ცეცხლის ალებმა გაანათეს ჩამქრალ თვალებში.

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

იანვარი 30, 2013 · 1:51 AM

ამას გაჩუქებ შენ…

დატოვე კომენტარი

იანვარი 30, 2013 · 1:24 AM

….შენი ერთი ამოსუნთქვა დამაკლდება

შენი ერთი ღიმილი…

დატოვე კომენტარი

იანვარი 26, 2013 · 2:18 AM

სამას სამოცი გრადუსით შემომოტრიალე თავი ჩემივე თავის მხარეს

სარკეში ჩამახედე…

უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევ მე მას

გამიკვირდა… დაგიჯერე…

არაფერი…

ეს 

ისე…

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

იანვარი 25, 2013 · 1:26 AM

…..

როდესაც ტელეფონიდან ყველა შენახული წერილი გეშლება, ხვდები რა მნიშვნელობა ქონდა მათ. ხვდები რატომ შეგინახავს… ზოგი გახსენდება ბუნდოვნად… ზოგს საერთოდ ვერ იხსებ და უფრო გწყდება გული…

არაფერია… ხელის მარტივი მოძრაობაა და ტკივილი იმის, ამ მარტივმა მოძრაობამ რამდენი ძვირფასი წაიღო თან…

ინსტინქტურად შედიხარ და სიცარიელე გხვდება…

ტექნიკას კი არა იმას ვემონებით, რასაც მეხსიერება ვერ ინახავს…

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

იანვარი 25, 2013 · 12:34 AM