ტალახიანი ფეხებით არასოდეს გავივლი ჩემს ოცნებებში…

 

ნერვები ყელში
თვალები დაბლა დახრილი
აგრესია უმიზნო
და მიზანმიმართული ხედვა უსივრცობაში…
ძვლები იბზარება…
სისხლი ნელ-ნელა გრილდება…
კბილებში გამომცრა მოდიიი…
..თეთრი შენობიდან ყოველ შუაღამეს მესმის ღრიალი,
ყოველ დილით თითებსისხლიანს მეღვიძება
…ისევ ვერ მოვთოკე ნერვები…
და კვლავ… ახლა უკვე ვღრიალებ… მოდიიი…
შენ არასდროს მოდიხარ როცა გეძახი…
ისევ მეძაბება საფეთქლები…
თითების დაბოლოებებში ფეთქავენ ნერვები
და ისევ საიდანღაც მოდის ფიქრი სუიციდზე…
არარსებობაზე…
მხოლოდ ჩემი ღატაკი ოცნებები მენანება აქ დასატოვებლად…
ახლა უკვე ცხადში ჟონავს სისხლი თითებიდან…
გადღაბნილია მთვარე ღრუბლებში
და თუ არ ანათებს არ ნიშნავს რო მკვადარია
იქნებ უბრალოდ ჩაეძინა დაღლილს???
თუ ოცნებებით და იმედებით დაღლილს ერთხელაც მეც ჩამეძინა
ხმამაღლა მაინც ნუ იტყვით რომ მოვკვდი…
რომ მივატოვე ეს დედამიწა,
როგორც დედები ტოვებენ არარსასურველ ბავშვებს თავშესაფარში,
სადაც მკვდარია ყველა ოცნება,
სადაც იმედია მკვდარი გაფრენის სურვილის,
სადაც მხოლოდ აქა-იქ ისმის:
რომ “ცა ლურჯია”,
რომ “ჩიტებს შეუძლიათ იფრინონ ღრუბლებს ზემოთ”
და ვიღაცის პასუხი “ეს რეალობაა…რომ ეს ფრთებია”
და დედები ცდებიან თუ ფიქრობენ, რომ
უკეთესია მათ გარეშე ცხოვრება,
თუ ფიქრობენ რომ უკეთესად იცხოვრებენ თუ მათ
ღამე ვიღაც სხვა უსურვებს (ან არ უსურვებს)
ძილი ნებისას.
სხვა ჩაეხუტება სხეულით ზამთარში
და სხვა გაათბობს უკეთესად
…საკონტროლო გასროლით მკვდარი თავის ქალები ყრია გარშემო…
და მე ისევ ვღრილაებ ხმის ხმის ჩახლეჩვამდე: მოდიიი…
შენ არ მოდიხარ ჯიუტად!!!
და ახლა უკვე ჩურჩულით, მხოლოდ შენ რომ გაიგონებ ისე გეუბნები,
რომ არ მოხვიდე…
შენ გეუბნები…
შენ რომელსაც სულივით გიფრთხილდები…
შემრცხვება შენ თუ ასეთი მნახე
ალბათ ვეღარ გავიფიქრებ შენზე როგორც გვირაბის ბოლოს სინათლეზე
…შენ ჩემი გვირაბის ბოლოს სინათლე ხარ,
მაგრამ არასდროს ვინატრებდი შენ ეს გცოდნოდა
და თუ მაინც გაიგებდი
ალბათ წარბშეკრული გიპასუხებდი, რომ
გვირაბის ბოლოს სინათლეებს ერთი ცუდი თვისება აქვთ,
როდესაც მატარებელი ჩაივლის – ქრებიან…
როგორც  ოცნებებს…
როცა გეღვიძება და ხვდები, რომ ეს სიზმარია…
…მე, თუ შენ ესე შეშლილი მნახე,
ალბათ ძველებურად გინატრო – გამიჭირდება
და თუ შენც როგორც უკანასკნელ იმედს ხელს გაგიშვებ
რეალობის უფსკრულში გადავიჩეხები,
სუიციდი მომხვევს თავის ძლიერ ხელებს
და ერთად გავფრინდებით
ისე როგორც ერთხელ ვნახე სიზმარში
უძირო კლდეში რომ გადავეშვი უმისამართოდ…
ტალახიანი ფეხებით არასოდეს გავივლი
ჩემს ოცნებებში…
ბარნოვი

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s