წარწერა წიგნის უკანა გვერდზე…

pos

ყინვაა…

ქანდაკებებს და სკულპტურებს სცივათ.

სასტუმროს, სადაც ერთ დროს დიდი მწერალი ცხოვრობდა,

სევდა შეეპარა

ადამიანური სევდა,

კაცობრიობის სევდა.

გახუნებული ნახატები კედელზე ძლივსღა გაირჩევა…

შუაღამეა…

მოხვეულ კიბებებს შეეფარა ორი ადამიანი

უბრალოდ შეეფარა

უმიზნოდ ხეტიალიდან მოჩვენებით სითბოს,

ძველ შენობას შეაფარა თავი…

გუგულიანი საათი რეკავს…

და „Time”  Pink Floydის არის გახსენება…

თამბაქოს ღერები იწვება მოკრძალებული ემოციით…

სრული სიჩუმეა…

ერთ დროს კი ბანოვანები ხმაურით მიუყვებოდნენ კიბეს..

საათი ისევ რეკავს…

ალბათ ღამის სამია…

დრო გვახსენებს, რომ ბედნიერებამდე ან ძალიან ცოტა დრო დარჩა,

ან უსარულოდ შორია…

სრულ სიმყუდროვეში გაირჩევა ორი ფეხის ხმა…

გაყინულ ქალაქში, სადაც სულ ყველას ძინავს,

მხოლოდ ორი ეფარება ძველ შენობას,

რომლის კარები არასდროს იკეტება..

…ზოგჯერ წარსული ძალიან შორსაა

მხოლოდ გახუნებულ ნახატებს ტოვებს,

მხოლოდ შუშის გახსნილ თაღს ტოვებს,

საიდანაც ყოველ მოწმენდილცაობისას,

როგორც ჭიანჭველას კოპლები

ისე ჩანან ვარსკვლავები…

მხოლოდ ცა არ იცვლება…

არ იცვლება აკუსტიკა…

(რომელზეც მაცხოვრებელი დიდაქტიკური სახით აკეთებს აქცენტირებას),

არ იცვლება არაფერი გარდა ადამიანის….

კედები… ჯინსები… სიგარეტი….

ეს უკვე სხვა ადამიანია…

დრო, როგორც ეშმაკის ბორბალი,

ადის ადამიანი, ატარებს რაღაც დროს,

ჩამოდის…

ის კი ისევ აგრძელებს ტრიალს…

და ახლა სხვა ადის…

საათი ისევ რეკავს…

დრომ კვლავ მოიტანა „დრო“…

ბარნოვი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s