* * *

შენ შეგიძლია ისევე დატოვო ჩემი სამყარო,

როგორც ერთ ნისლიან დილას შემოხვედი.

მე არ გაგაჩერებ, 

არ გამოგხედავ, 

არ გაგიღიმებ,

არც და ალბათ ვერც შეგიზღუდავ იმუმაღლეს კანონს“, რასაც თავისუფლება ჰქვია.

შენ უნდა იარო ადამიანის სულებში, 

ერთხელ მაინც უნდა მიხვიდე

როგორც გაზაფხულზე უნდა მოვიდეს წვიმა

მერცხლები უნდა მოვიდნენ

ისევე როგორც ადამინმა ერთხელ მაინც უნდა იგრძნო ღმერთი

(არაა ეს პათოსი…)

 

სხეულიდან სულის ამოსვლა ყველაზე დიდი

ადამიანური ტკივილი მგონია მე.

ეს განცდა ზოგჯერ ისე ცხადია,

ცოდვების გახსენებას ვიწყებ ჩემდაუნებურად

 

ნეკნებს შორის ვგრძნობ ტკივილს

თითქოს ვიღაცა მიზანმიმართულად ცდილობს თითები მოაქციოს ნეკნსა და ნეკნს შორის

 

შორს მთაზე მოხვეულ ბილიკს თავჩაღუნული მიუყვება ადამიანი

იმის იქით ხის სახლზე ხის კარები

გრძნობს, რომ მალე მასზე დაააკაკუნებენ

 

ხელის მტევანმა… ძვლებმაც იგრძნო რაღაც

 

ბარნოვი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s