* * *

სიჩუმეა

 

სოფელს ჯერ ისევ ძინავს და ვერ იგებს

რომ თავზე ადრიანი ზამთრის ნაცრისფერი დილა ათენდება.

სრულ სიჩუმეში სრულდება ეს რიტუალი

სისხლი მეყინება… 

შეგრძნება მიმძაფრდება შენი აქ ყოფნის, საა….

 

ერთ მსგავს, ადრიან დილას შეგქმენი და გამოგიგონე,

გამოგიგონე თავისუფლებისთვის

ავიღე და შთაგბერე ყველაფერი რაც კარგი გამაჩნდა

და დავრჩი ნახანძრალ შენობასავით ცარიელი

დამწვარი საგნების გარემოცვაში 

რომლებსაც მკრთალად შემორჩათ ვიღაცის დარქმეული სახელი

მაგრამ უმნიშვნელოა ეს,

რადგან შენ ჩემში არსებობ

ყველა ამოსუნთქვას მოყვები

და შენზე გაფიქრებისას, როგორც იშვიათ შემთხვევებში ხდება,

სისხლში ვგრძნობ ბედნიერებას.

ამ დილასავით ნაცრისფერ სამყაროში 

ყველაზე მეტად შენ არსებობას ვუფრთხილდები,

იმ მუსიკას ვუფრთხილდები, რომელსაც ჩემში უკრავ.

ვუფრთხილდები ბეღურასავით,ზამთარში მარტო რომ დარჩა

სიცივეში

ჩვენს სიჩუმეს ხმაურივით რომ ხმაურობს

 

ჩემი ნაკუწნაკუწ შექმნილი თავშესაფარი ხარ ამ სრულ ქაოსში

და ვიცი, თუ იქნება დრო, როცა ვერ დაგინახავ

ხელის ცეცებით მაინც მოგაგნებ

იქსადაც ალუბლების ყვავილობისას გაზაფხულზე

ნამქერად მოდის ვარდისფერი ფურცლები

და ეს სურნელი

მთელს სამყარაოზე მაღლა აყენებს შენს არსებობას ჩემში

სხეულს შევატოვებ მიწას და

თავზეხელაღებულ ოცნებას მივეცემი,

ფეხზე დავიკიდებ ამ უპატრონო და მიტოვებულ დედამიწას

და ფეხშიშველი გამოგყვები იმ ადგილას, სადაც ადამიანს ჯერ ფეხი არ დაუდგამს

სადაც შენი სამყოფელია

 

მუსიკასავით მოგენდობა კაცი

არასდროს რომ არ იცი სად წაგიყვანს,

მაგრამ მაინც მიყვებირადგან იცი რომ შენზე მეტია

 

ბარნოვი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s