* * *

…ყველა ცის კიბე დალპა და დაიშალა…

ცამდე ასასვლელი კარიც ამოიქოლა…

შენ იმ კარის მიღმა დარჩი,

შენ სხვა სამყაროში ხარ..

არც სული მომიკითხო და არც სხეული

ორივე ერთმანეთს თხოვს სასიკვდილო წამალს,

ორივე ჯიუტად მალავს,

ამ ორის შემყურე ვიტანჯები…

სიხარულამდე მტკივა და ტკივილამდე მიხარია

ორივეს ამგვარი ამპარტავნება..

ორივე ერთი მეთოდით ვზარდე…

 

..ამ სიჩუმეში მიწა იძრა.. პირამდე გაიხსნა

და ამიტანა შავი მასა.

ამ დროს ციდან არ მომესმა არანაერი ხმა,

მხოლოდ საკუთარმა საღმა აზრმა,

როგორც ინკვიზიციის პერიოდში

ცეცხლზე დაწვა ეს ამპარტავნება და ეგოიზმი

და ცეცხლის ალებმა გაანათეს ჩამქრალ თვალებში.

კუთხეში იცინოდნენ და ხარხარებდნენ და იძახდნენ, რომ

„თავი მოკლა“

მკვდარმა თავის ქალებმა დაფარა მიწა,

საფეთქელში გაჩენილი ნახვრეტებიდან

მზე უმისამართოდ ფენდა სხივებით რაღაც გაუგებარ სინათლეს..

..როგორ სიამოვნებით ჩავეხუტებოდი დედამიწას..

ხელებს ვშლი

ზაფხულში რომ სითბო მოვა ისე მოვიდა საიდანღაც სიჩუმე…

..ვიღაცამ ჩამანაცვლა სამყაროში..

თურმე სხეულის გარეშე ტკივილი რა ძნელი ასატანი ყოფილა

როცა არაფერია აწონასწორებს…

ერთხელ გამოვიხედე უკან და ისეთი მშვიდი მეჩვენა ეს დედამიწა..

ამ გულისწყვეტას გადავიტან…

 

ჭაობიც მშვიდია

გითრევს მანამ, სანამ უკანასკნელ სუნთქვას არ ამოგართმევს.

მანამ, სანამ გაიფიქრებს რომ ფრთებია ცხონება.

სანამ წყლამდე არ მოგიღებს ბოლოს ის რაც შენშია

რაც შენ ხარ..

 

ზაფხულში რომ სითბო მოვა ისე მოვიდა საიდანღაც

..სიჩუმე…

და ცეცხლის ალებმა გაანათეს ჩამქრალ თვალებში.

 

ბარნოვი

Advertisements

დატოვე კომენტარი

იანვარი 30, 2013 · 1:51 AM

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s