Monthly Archives: თებერვალი 2013

* * *

დე, ხმაში გეტყობა როგორ გიკვირს როცა ვიცინი

დე, მაპატიე ეს სიმწრის სიცილია.

მთელი სამყარო მეზიზღება და შენთვის რო ვცხოვრობ, ცოტა მეშინია,

რა დამემართა?

შევიცვალე..

შენ ვერ ხვდები როგორ სულერთია

ყველა სულიერი და უსულო საგნები…

და ეს აპათია უკვე სიგიჟა

და შენ თუ მაპატიებ, სხვა რა დამრჩენია

ფრთები მოვითხოვო…

სული გაძაღლდა და ყეფით დაღლილი ვარ,

ყეფას ყმული მირჩევნია…

დე, თურმე არც იმდენი შემძლებია,

შენ რომ გაგიფრთხილდე მარტის იასავით

ყინვით გადაგღალე ვერც კი განუგეშებ,

რადგან, მეტი მართლა აღარ შემიძლია…

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

თებერვალი 15, 2013 · 5:50 PM

. . .

. . .

მე ვივიწყებ ყველაფერს: რაც ასე ძალიან მტკივა, რაც ასე ძალიან მკლავს, რაც ასე არ მაძლევს საშუალებას ვისუნთქო და ფეხშიშველი შემოვდივარ ამ ილუზიაში, სადაც შენი “შენ მხვდება”… სამყაროში, რომელიც ასე ძალიან ჰგავს ცხადს, მაგრამ არ შეიძლება იყოს ცხადი…

დატოვე კომენტარი

თებერვალი 14, 2013 · 7:06 PM

http://http://www.youtube.com/watch?v=8xdO44DJQAQ&quot <——– მოგონება—–>ღიმილი—->მოგონება—–>და ისევ ღიმილი<—–ეს მიყვარს…..

დატოვე კომენტარი

თებერვალი 12, 2013 · 3:26 AM

* * *

აკვიატებული ფიქრები..

შენ ფრთებს მაჩუქებ ერთ დღეს
შენი სუნი დამჩემდა…
 
ცამდე ავარდნილი ხეები..
მძიმე და ტენიანი ნისლი
მთელი ძალით აწვება ფილტვებს
…….ძლივს ამოსუნთქვა
ნისლიდან გამოდიან სილუეტები,
ყველანი ერთმანეთს გვანან
შენ მათ შორის მოძრაობ
……..გიცანი
არც მაშინებ და არც მაღელვებ,
მხოლოდ უწყვეტ ნაკადად მოგაქვს არაამქვეყნიური სიმშვიდე.
არტერიებში ვგრძნობ მზეს
სისხლი ნელ-ნელა თბება… დუღდება და ჩაიდანივთ კივის…
დაღლილი ნერვები ნელ-ნელა მშვიდდებიან.
 
გაურკვეველი დასახლება:
ხის პატარა სახლების საკვამურებიდან ნისლივით ამოდის კვამლი,
დამწვარი ხისა და სიმშვიდის სუნითაა გაჟღენთილი ვიწრო ქუჩები…
 
მზე აპირებს სამუდამოდ მიატოვოს დედამიწა,
შენც მზეს გაყვები ვიცი…
გაყვები და მერე ისევ მობრუნდები უკან
რადგან უშენედ ქაოსი შთანთქავს ამ სამყაროს…
ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

...

ზოგჯერ შეიძლება გზის ბოლოს არ იყოს არაფერი…
და ეს ლოგიკურია…

დატოვე კომენტარი

თებერვალი 7, 2013 · 2:13 AM

…………..

დე, მე ავად ვარ დაბადებიდან…

შენ არ იცი ეს…

მე არ ვინკურნები, დე, არა..

ყველა ავადმყოფს ვერ შველის ექიმი…

გზა ამებნა, დე,

საკუთარი თავის გზა…

სული მეხუთება…

შენ ვერ დაგტოვებ…

მინდა მიშველო, დე, მტკივა?!

როგორ მენატრები ხანდახან 

და ისე შორს ვარ…

სული მტკივა…

მეპატიება…

მაპატიე, დე…

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized