* * *

აკვიატებული ფიქრები..

შენ ფრთებს მაჩუქებ ერთ დღეს
შენი სუნი დამჩემდა…
 
ცამდე ავარდნილი ხეები..
მძიმე და ტენიანი ნისლი
მთელი ძალით აწვება ფილტვებს
…….ძლივს ამოსუნთქვა
ნისლიდან გამოდიან სილუეტები,
ყველანი ერთმანეთს გვანან
შენ მათ შორის მოძრაობ
……..გიცანი
არც მაშინებ და არც მაღელვებ,
მხოლოდ უწყვეტ ნაკადად მოგაქვს არაამქვეყნიური სიმშვიდე.
არტერიებში ვგრძნობ მზეს
სისხლი ნელ-ნელა თბება… დუღდება და ჩაიდანივთ კივის…
დაღლილი ნერვები ნელ-ნელა მშვიდდებიან.
 
გაურკვეველი დასახლება:
ხის პატარა სახლების საკვამურებიდან ნისლივით ამოდის კვამლი,
დამწვარი ხისა და სიმშვიდის სუნითაა გაჟღენთილი ვიწრო ქუჩები…
 
მზე აპირებს სამუდამოდ მიატოვოს დედამიწა,
შენც მზეს გაყვები ვიცი…
გაყვები და მერე ისევ მობრუნდები უკან
რადგან უშენედ ქაოსი შთანთქავს ამ სამყაროს…
ბარნოვი
Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s