Monthly Archives: აპრილი 2013

თა…

Image

 

მე ერთხელ გითხარი რომ ჩვენ სულ მეგობრები ვიქნებით

რომ გავა წლები და ეს არ შეიცვლება

რომ დღეები იცვლიან ფერებს და ჩვენ გადავსხვაფერდებით

რომ ყველაფერი იქნება უკეთესად

რომ მე შენ სულ მჭირდები

სულ მჭირდება განცდა რომ ჩემს ცხოვერბაში ხარ

რომ წავლენ და მოვლენ ადამიანები მაგრამ შენ

შენს ადგილას იქნები ყოველთვის

ჩვენ ვპროგრესირებთ და შენ ისევ იქ ხარ სადაც დაგტოვე

ანუ ადგილი გაქვს შენი ჩემს ძალიან პატარა ცხოვრებაში

რომ ჩვენი საერთო სკოლის მერხიდან გავიდა ძალინ ბევრი დრო

რომ ჩვენ გავიზარდეთ და გავადამინურდით

………………………………………………

მე შენ გიყურებ აპრილის მზეში

ახლად გამწვანებული ფოთლების ჩრდილი გაქვს სახეზე

და ახლა ეს განცდა ისე მძაფრია როგორც არასდროს….

 

ბარნოვი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

წინ, მეგობარო!!!

Image

ღუზა ამოუშვი, მეგობარო!!!

დროა, გავშალოთ აფრები,

თოკი გამოქაჩე, მეგობარო,

ფეხზე დაიკიდე ეს ტალღები…

მერე რა, რომ ასე ღელავს ზღვა,

მერე რა, თუ სისხლის სუნზე

ზვიგენების ოჯახი გვეწვევა სასადილოდ…

ღუზა ამოუშვი მეგობარო!!!

ნაპირს დავშორდით უკვე ორი დღეა,

ნახმარი ტანსაცმლისგან შევუკერეთ ნავს იალქანი

სადაც ზღვამ მზე შთანთქა საჭე იქით!!!

ღუზა ამოუშვი, მეგობარო!!!

ზურგის ქარს ნუ ელოდები…

ნუ დავსვამთ ოცნებებზე ასეთ ძლიერ აქცენტებს..

…მაზღვაურის ზოლიანი მაისური გაისწორე და წინ!!!

გავარვარებული მზის დისკო თოლიებმა გადაკვეთეს…

ქარი, მეგობარო… წვიმა… შტორმი…

ზღვა ღელავს, მეგობარო,

ეს ჯიუტი ტალღები ეხეთქებიან ჩვენს ოცნებებს?!

სირინოზები… არ მოუსმინო მათ სიმღერებს,

დელფინებს გაყევი ჰორიზონტისკენ,

მაგრად მოქაჩე თოკი!!!

ზურგის ქარს წავუძღვეთ წინ?!

აი, გადავკვეთეთ ზღვა-მზის ხაზი

….ამაყად, თამამად, ჯინსებით… ოცნებებისკენ…

ოკეანეების ფართო სივრცეები გვიხმობს,

მხოლოდ ის დაიტევს ამ დაუდეგარ ოცნებებს

და ჩვენც წინ!!!

თუ არ იქნება ზურგის ქარი,

ნიჩბები მოვუსვათ,

ოღონდ არ გავჩერდეთ?!

ოღონდ არ ვიტივტივოთ?!

წინ, მეგობარო!!!

ჯანდაბას ეს მიწა,

როცა ზღვა ასე ძლიერედ გვიხმობს

წინ!

წინ!!

წინ!!!

წინ, მეგობარო!!!

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

***********

Image

http://www.youtube.com/watch?NR=1&v=eOdC6QToROk&feature=endscreen

თმები მოზრდილი… გაზრდილი…

ხელის მოძრაობა სახასიათო,

ნაცრისფერი შალის ჟაკეტი,

რომლის შიგნიდან ლურჯთეთრყვავილებიანი პერანგი მოჩანს.

ბედნიერება თანდაყოლილი,

ბუნებრივი,

არაპროვოცირებული გარემოპირობებით

ღიმილი და… ნაოჭები თვალის გარშემო

დისტანცია და სიახლოვე…

სამყაროს აღქმა ფერადი,

თანმდევი გაზაფხულის მინდვრის ყვავილების და შხაპუნა წვიმის სუნი.

შენ სხვა პლანეტაზე ცხოვრობ, მეგობარო…

 

ბარნოვი 

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

13

13

დატოვე კომენტარი

აპრილი 13, 2013 · 12:37 AM

* * *

ზაფხულში სიმშრალისაგან დამსკდარ მიწასავით

ნაპრალები გაუჩნდა ძვლებს,

მალები მტკაველით დაშორდა ერთმანეთს,

ლურჯ ცაზე ხმაურის გარეშე გადაიფრინეს ყვავებმა

ჩრდილები გაჩნდა მიწაზე

………………………………

სულის ვნება კანის უჯრედების გავლით

ჩასვლა სიღრმემდე…

სულის იქით სიცარიელე

…და სიმშვიდე როცა ჩემს სივრცეში არსებობ…

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

აპრილი 12, 2013 · 10:33 PM

…..

დახსნილი ოზონის ხვრელებიდან

ჟონავს ემოციური სუიციდი

კბილებამდეა შიარაღებული სამყარო

დედამიწის დამცავი გარსი გაიცვითა

გავარვარებული დისკო არ ინდობს, წვავს.

წვიმის წვეთებივით სახურავზე

წვეთავს სისხლი ნეკნებს შორიდან,

ხერხემლის დაშორებული მალებიდან კი წყალიერევა ერთმანეთს

და იქცევა ღია წითელ სითხედ

მძაფრი სუნით…

მძაფრი ემოციები მძაფრ გემოს ტოვებს გამომშრალ პირში.

სუფთა წყალში გვაქვს ჩაყოფილი

ჭუჭყიანი ხელისგულები

…ოცნებებს უფლებას ვაძლევთ იცვალონ ფერი

სიზმრებს უფლებას ვაძლევთ განისაზღვრონ

და ჩვენივე ქმედებებზე ვიხსნით პასუხისმგებლობას

ოცნებებმა ჩაიარეს

ოცნებებმა ჩაიარეს

ოცნებებმა ჩაიარეს…

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized