Monthly Archives: ივნისი 2013

SILENCE

მინდა მშვიდი ვიყო ილაი..

არ ვიცი როგორია ეგ შეგრძნება უბრალოდ სხეულში ვგძნობ მის მოთხოვნილებას..არ ვიცი როგორია მშვიდ ზღვაზე ხელებგაშლილი წოლა,მაგრამ მთხოვს სული..მთაში მინდა ილაი..გრძელი გზა რომ გიდევს,მწველი მზე რომ გაცხუნებს საკუთარი ოფლის სუნს რომ გრძნობ,სხეულს რომ იმორჩილებ რომელსაც უნდა რომ დაისვენო და მაინც რომ მიდიხარ..თავჩაღუნული.. შენთვის..ბევრი სხვადასხვა ჯურის ფიქრი რომ მოდის და აჩქარებული კადრივით რომ ცვლის ერთმანეთს..გაოფლილ დასიცხულ კანზე ცივი ნიავი რომ გივლის და გაგრილებს…რომ ხვდები რომ უკან კილომეტრები მოგიტოვებია…მთები ნიავს გიგზავნიან დასახვედრად..ცა რომ ფირუზზე ლურჯია..მძიმე ტვირთს რომ გიმსუბუქებს მიზნისკენ სწრაფვა…ფეხები უკვე ავტომატურ რეჟიმში მოძრაობს..კანზე მზის სუნს გრძნობ…თავს წევ და წინ იხედები…კადრი ფილმს…უფრო კი სიზმარს გავს და როგორც საყვარელ ადამიანს ეტყოდი ისე იმეორებ გულში, რომ ლამაზი ხარ რომ მშვენიერი ხარ…მზე კანის უჯრედებს სერავს სისხლის მოლეკულებს ნემსივით ერჭობა სხივები…

მერე სოფელი მახსენდებადა და მთელი გულით მინდება დროის მანქანა რომელსაც ათი წლით უკან დავაბრუნებდი…ბებო მიკრავს გულში რომელსაც ტანსაცმელზე დამწვარი შეშის სუნი აქვს თონეში გამოაცხო ალბათ პური…

…შემდეგ უკან ნაცნობი ბილიკებით ბრუნდები…და ახლა როგორც მეგობარს რომელსაც დიდი ხნით უნდა დაშორდე ისე უმეორებ გულში მთებს:ნახვამდის…

სიმშვიდე მინდა ილაი…

კადრი:

დილის მზე ხშირ ტყეს სერავს…ფოთლები ღია მწვანაა…გამჭვირვალეა.. არტერიებივი დაზოლილი…

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized