Monthly Archives: ივლისი 2013

Memory…

როგორ გავიდნენ წლები არა ბე

თევზის ფარფლებივითაა დღეები ერთმანეთს მიწყობილი

მოწესრიგებულად.. რითმულად…

ისევ ისე მენატრები როგორც იმ პირველ ზაფხულს როცა სოფელში აღარ დამხვდი

როცა ერთიანად იცვალა ფერი ყველაფერმა,რაც ჩვენი სახლის ახლომახლო იყო ან იყო შორს,არა აქვს ამას მნიშვნელობა

წლები ისე მირბიან ისე სწრაფად ისე არაფრის მომცემად რომ მეშიანია ბე მეშინია თმებში ჭაღარის გეცინება ალბათ,მაგრამ მართლა მეშინია მგონია რომ ვბერდები

შენს წელზე შემოკრული შალის სუნი მენატრება…ვკლავ და ვმარხავ ყველა მოგონებას,ძველი ხის სკივრში ვინახავ ვერ ვუმკლავდები ამ ტკივილს და იმიტომ

შენი თითები მენატრება ყოველ დილას ჩვენი ბაღის მიწას ნაზიარები

ჩვენი ოთახის სუნი,დამწვარი შეშის კვამლით გაჟღენთილი

შენთან კარტის თამაში მენატრება

ჩვენი სოფლის სუნი შემოდგომაზე, მახსოვს დამწვარი ბალახის სქელი კვამლი ღრუბელივით აწვა სოფელს

ბე მავიწყდება ნელ-ნელა კადრები

ნელ-ნელა მშორდებიან მოგონებები გეფიცები ვცდილობ მაგრამ ვერ ვაკავებ

ზოგჯერ ის რძეში ჩამბალი პურიც კი მენატრება

ჩვენი ხეივნის ვარდი მოჭრეს შენ რომ ასე გიყვერდა აღარც ყვავილები ხარობს აღარც ჩვენი იასამნისფერი ისამანია ისიც მოჭრეს…არარაფერი აღარაა იქ შენი

სულ ვიხსენებ იმ ამბებს

მტკივა მაგრამ მაინც ვიხსენებ იმის შიშით რომ არ დამავიწყდეს

წლები კი ისე სწრაფად მიდიან…

 

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized