Monthly Archives: ნოემბერი 2013

***

ჩემი წყალს გაყოლილი ოცნებები

ცეცხლში იწვიან,

ფერფლი ჰაერში იფანტება

და მიწას ერევა

არ მინდა გამოფხიზლება…

……………………………….

ზოგჯერ სიჩუმიდან გამოდიან აჩრდილები,

შენი სულის აჩრდილები,

რომლებიც დროის რაღაც დაუსაზღვრავი ცნებით მოიპოვებენ თავისუფლებას…

და ამ დროს სულ ერთია,

რომ გშია, რომ გწყურია, რომ გცივა,

სულ ერთია სიკვდილიც და დაბადებაც…

მაღალ ხეებში დაკარგული საკუთარი თავი

ქარივით მოძრაობს ტყეში…

მხოლოდ გაუგებარი სულის მუსიკა მიგვანიშნებს, რომ

საათის ისრის საწინააღმდეგოდაც მოძრაობს დრო.

სულს ეხება მდუმარება…

იგი ცხოვრებისეული მეტასტაზების დიეტაზეა მუდამ.

მუჭში მოგროვებული წყალივით სხლტება სული ხელისგულებიდან…

სა, ცოტა ხნით გამოხვედი სიცივიდან… დაბრუნდი…

არც ისე შორეული წარსულიდან.

ამ ქაოში ადგილი ვერ იპოვე და წახვალ???

….და იქნება “მომდევნო დრო”

Zbigniew Preisner – The last time

თარგმანში დაკარგული სიტყვები

და ისევ უცნაური გრძნობა, რომ ადამიანი ხარ….

სა, ამ დაუსაზღვრავ სამყაროში,

სადაც არ არსებობენ გზები,

სადაც დროს მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს – წინ!

შენ ჩემთან შიშველი, თავხედი ოცნებები მოგაქვს,

ყვითელი ფოთლებივით მიყრი ფეხებთან,

ისინი იწყებენ შრიალს თუ ჩურჩულს,

რომ მათ სიცოცხლე არ უწერიათ…

შენი საყვედურნარევი სახე…

შენი გამჭვირვალე ლურჯი ფრთები და გაფრენა…

……………………….

და კვლავ “ადამიანი ადამიანთა შორის მარტო”

სა, ციკლის დასასრულამდე დიდი დროა…

ბარნოვი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

……

მე მინდა, ვხატავდე მწვერვალებს მთების და

და მერე ლურჯ ცაზე არწივთა ფრენას  და მერე დავითვლი ათამდე…

…კარებზე კაკუნი გამხდარი ფალანგის

წერილთა დასტები ლოგინზე დაყარე,

ყვითელ კონვერტებს, სათქმელით დაღლილებს ჩასუნთქვა აცადე – ჰაერის…

მტვრიანი ქუჩების აღმართებს მოვყვები შენსკენ

და ამ ფიქრებს სიკვდილზე სიცოცხლით ვამართლებ.

გაფრნილ ფარვანებს ვაყოლებ ოცნებას…

ფენიქსის ფერფლი მდინარეს ვაყარე

ამ აზრებს გაბნეულს თავმოყრა ვაცადე……….

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

***

გამარჯობა, მეგობარო…

გგონია, რომ დამავიწყდი?!

გგონია, რომ არ მახსოვხარ?!

გგონია, არ მახსოვს ჩვენი საერთო ფერადი ოცნებები?!

(შენი მზე და ჩემი ჩრდილი რომ ადგას მუდამ)

გგონია, აღარ აღმაფრთოვანებ?!

გგონია, არ მინდა მთელი გული გაგიხსნა

ანდა გაგიხსნა ლუდის ქილა ისე, რომ ქაფი არ დაიღვაროს

ან გასწავლო სიგარეტის გადაგდება?!

გგონია, არ მინდა ვიცინო იმაზე, თუ როგორ დამცინი ჩემს მორიგ უაზრო ახირებაზე?!

გგონია, არ მინდა შენთან ერთად სადმე უხმოდ ბოდიალი?

არა!!!

არა იმდენჯერ, რამდენჯერაც იყო ზემოთ ნახსენები სიტყვა – “გგონია”

არა, მეგობარო, მინდა!!!

მინდა!! უბრალოდ ვერ ვიხსენებ ჩემს თავს…

მოდი, ამაზე ერთად ვიცინოთ, მეგობარო… ზეგ…

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

Pain…

გამარჯობა… ბუნებაში არ დაბადებულ მამას, რომელიც პარალელურ სამყაროში იდეალურია.

შენ დაესწრებოდი ჩემს დაბადებას…

მე ჩაგჭიდებდი ხელს…

შენ შემაშველებდი შენს ძლიერ ხელს, დაცემას რომ დავაპირებდი…

შენ მატარებდი ხატვაზე

შენ დამიცავდი, როცა დედა დამიწყებდა ჩხუბს

შენ მეტყოდი, რა არის კარგი, ოღონდ არა პირდაპირ (ნუ როგორც ხდება ხოლმე)

შენ დამიშლიდი მოკლე კაბების ჩაცმას, რომელსაც მე ისედაც არ ვიცვამ (და მაინც გამოვხატავდი პროტესტს),

მე დავესწრებოდი შენს გარდაცვალებას…

მე ჩაგჭიდებდი ხელს ბოლოჯერ…

და ო, რა მტკივნეული იქნებოდა ეს ყველაფერი

….დავივიწყოთ… არაფერი ყოფილა მსგავსი…

იყო ამ სამყაროს მამა, რომელმაც მოიკლა თავი,

და მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა არაფერი,

მე მაინც მტკივა შენი დაცემა…

მე მაინც მტკივა შენი ფიქრები

მე შენი არარსებული არსებობა მტკივა ჩემს ცხოვრებაში

ეს უაზრო ბალანსები მტკივა

და ზოგჯერ რომ მინდა ვიღრიალო მთელს ხმაზე – ეს შეგრძნება მტკივა…

…………………..

ვეხმაურები ყველა ორ სამყაროს შორის გაჩხერილ არსებას….

p.s: მომწერეთ პირადში.

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

პლანეტა დე

პლანტა დე…

ღმერთი გამოძევებული ტაძრიდან,

სახლიდან გამოგდებული ლოთი მამასავით, ლოთი ქმარივით დაძრწის ქუჩა-ქუჩა

მაიმუნების აჯანყება…

პლანეტა დე…

უთქმელი ფიქრი, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ საკუთარ თავებზე, რომ გავიზარდეთ,

რომ ჩვენი ამპარტავნება დავამარცხეთ…

სასთუმალი შეურყვნელი,

ძილი – მშვიდი და უშფოთველი.

ჩვენ გავიმარჯვეთ ერთმანეთზე

ვცემთ ყიჟინას და დაფნის გვირგვინებს, ხელის ჩამორთმევით და უაზრო ღიმილით ვუცვლით ერთმანეთს…

…………………………………………………………………….

და მხვდება ქუჩაში ერთი ვინმე ლოთი,

რაღაცის კითხვა უნდა და ვერ ბედავს…

ვფიქრობ: “ნეტავ, არ მკითხოს არაფერი?!”

რადგან არაფერზე მაქვს პასუხი

– “რომელი საათია?”

 

….მაჯა ცარიელია…

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized