Monthly Archives: იანვარი 2015

. . .

როცა ტირილი არ შეგიძლია,

და არც ღრიალის საშუალება გაქვს

როცა გარშემო აბსოლუტური სიცარიელეა

ერთი გზა გრჩება

ყლაპო ტირილი მოზრდილ მერწყვებად

და ყლაპო მანამ სანამ საბოლოოდ არ მოგწამლავს

სანამ საბოლოო არ გადაგიყოლებს

სანამ საბოლოოდ არ დატოვებს შენგან “არაფერს”

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

no way…

სიშიშვლე.

ნელი მოძრაობით გახდილი ტანსაცმელი,

დიდი სარკის წინ ხელებჩამოშვებული დგომა.

უღელტეხილებ გადავლილზე,ძალიან დაღლილს მშვიდი ძილი…

უსიზმრო ღამეები.

ანუ სრული სიბნელე.

გაღვიძება – კარის უცაბედი გაღება

და სინათლე – გამოღვიძება.

საკუთარი სხეულის უჯრედული შესწავლა.

თავშესაფრები წარსულიდან…

მოსაწყენი საკუთარი დღეების თრევა,

დღევანდელი სიცოცხლისთვის.

სამომავლო ოცნებეზე ჩაბღაუჭება

გადარჩენისთვის …

რომ რაღაცისთვის აკეთებ ამას

და ძალიან კარგად ცოდნა რომ ეს ამდენი მცდელობა

ტყუილი და ილუზიაა.

მაგრამ არავითარი სხვა გზა…

მომავლის იმედებით გატიკნული

მოტყუებული დღევანდელობა

რომ ოღონდ ისევ არ დაიღალო

რომ ოღონდ ისევ არ მოგბეზრდეს

რომ ოღონდ ისევ არ მოგინდეს არ ყოფნა.

და მაინც რეალობა ერთი და კარგად ნაცნობი.

მხოლოდ ილუზიები იცვლიან ტაკიმასხრებივით სახეს…

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

Memorably

მდინარეში, სადაც ბავშობაში ვბნაობდი,ალაგ-ალაგ ნაგავი ეყარა,

ზაფხულობით,ზოგჯერ მდინარეს მძაფრი სუნი ჰქონდა,

მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ამას სიმყრალე ერქვა.

ზოგჯერ მდინარეში მკვდარი თევზები ეყარა.

ზამთრობით, იგივე,ოღონდ ადიდებული,თავმოყვარე მდინარის ხმა მაღვიძებდა

სულ მიკვირდა რადგან,საკმად შორს იყო იმ ოთახიდან სადაც მე მეძინა.

ოთახში, სადაც მეძინა, ზამთარში ვაშლის სუნი იდგა…

კედელზე კი არ ეკიდა გადიდებული შავ-თეთრი ფოტო.

სულ მახარებდა ეს ფაქტი, რადგან ყველა სხვა სახლში ეკიდა

გადიდებული, მტვრიანი, შავ-თთრი ფოტო

საიდანაც საშიში მოხუცები იყურებოდნენ…

მტვრიანი გზის პირას ვცხოვრობდი,

მანქანის ყველა ავლა-ჩავლაზე, ეზო მტვრით ივსებოდა და სახლი ზანზარებდა

სოფელში, სადაც ბავშობა გავატარე, თანმიმდევრულად იხოცებოდნენ ადამიანები.

მე, რატომღაც ყველა მტკიოდა ვინც კვდებოდა

ისე მიდიოდნენ,თითქოს ოთახში ბევრი წელი გეკიდოს ნახატი,ბევრი სახეები ხატია ნახატზე

თვალია მიეჩვეული,ყველა სახე მეხსიერებაში გაქვს გამჯდარი იმდენად, რომ შეგიძლია ასლი შენვე დახატო…

ერთდილაობით ნახატიდან სახეებმა ქრობა დაიწყო…

რთული ასატანი იყო…

კომპოზიცია ირღვეოდა…

თუმცა ტკივილს სახელი ერთ კონკრეტულ დღეს დაერქვა…

…….არც ისე საშიში იყო ოთახში დაკიდებული გადიდებული “ფერადი” ფოტო…

მე ერთ სოფელში ვცხოვრობდი…

იქ ბინძური მდინარე ჩამოდიოდა…

………………………………………………………………………..

შობას გილოცავ ბე…

ბარნოვი

.

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized